ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, აღმოაჩინეს ახალი ნავთობ საბადო, რომელშიც მოთავსებულია 53 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობი. მისი თქმით, ახალი საბადო აღმოჩენილ იქნა ნავთობით მდიდარ ხუზესტანის პროვინციაში. ინფორმაციას ავრცელებს AL JAZEERA.
აღნიშნული მოვლენის შედეგად ირანის ნავთობის რეზერვების გაზრდა მოხდება 1/3-ით. ამჟამად ირანის ტერიტორიაზე 150 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობის მარაგია.
“იმ დღეებში, როდესაც თეთრმა სახლმა სანქციები დაადო ირანს ნავთობის ექსპორტზე, ინჟინრებმა და მუშებმა აღმოაჩინეს 53 მილიარდი ნავთობის საბადო“ ,- განაცხადა როუჰანმა.
იანვარში , ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანის ნავთობის ექსპორტს დაედო სანქციები, რის გამოც ნავთობის მოპოვება შემცირდა 2.8 მილიონი ბარელიდან 520 000 ბარელამდე.
მასალის გამოყენების პირობები






