კინოთეატრ „ამირანთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეები აქციის ჩატარებას დღესაც გეგმავენ და ამ მიზნით ისინი 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანთან" 10 ნოემბერსაც შეიკრიბებიან.
ამასთან, როგორც დეკანოზმა დავით ისაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიცრუეა, რომ ფილმის პრემიერას ბევრი ხალხი ესწრებოდა და რომ ყველა ბილეთი გაიყიდა. დეკანოზი მიიჩნევს, რომ მათმა „პროტესტმა შედეგი გამოიღო და მიზანს მიაღწიეს".
მან წარმოადგინა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ერთერთ კინოდარბაზში ყველა ადგილი დაკავებული არ არის. თუმცა უცნობია როდის და რომელ დარბაზშია ეს ფოტო გადაღებული.
უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა. სწორედ პოლიციის მეშვეობით ტოვებდნენ კინოთეატრის შენობას კინოსეანსიდან გამოსული მოქალაქეები.
მასალის გამოყენების პირობები






