"ის უგონოდ იყო" - რატომ მოუხსნა მოსამართლემ ხუთ მამაკაცს 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდება
მსოფლიო - 17:18, 09 Nov, 2019     12515

ბარსელონაში, მოსამართლემ 5 მამაკაცი, რომლებსაც 14 წლის გოგონას გაუპატიურება ედებოდა ბრალად, უდანაშაულოდ ცნო.

თავისი გადაწყვეტილება მოსამართლემ იმით ახსნა, რომ გოგონა უგონოდ იყო და სექსუალური ძალადობის დროს მოძალადეებს იგი არც უცემიათ და არც დაუშინებიათ, ხოლო ესპანეთში მოქმედი კანონის თანახმად, გაუპატიურებად ითვლება აქტი, როდესაც დამტკიცდება, რომ მსხვერპლზე ფიზიკური ძალადობა ან დაშინება განხორციელდა.

"მსხვერპლი ვერ აცნობიერებდა რა ხდებოდა და შესაბამისად, მას არ შეეძლო დათანხმებოდა ან წინააღმდეგობა გაეწია ბრალდებულებს სექსუალური ურთიერთობების დამყარების დროს. შესაბამისად მათ შესძლეს აქტის განხორციელება ძალადობის ან დაშინების გარეშე," - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსამართლემ მამაკაცებს 10-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური შეურაცხყოფის მუხლით, როდესაც გაუპატიურების ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც ერთერთ წვეულებაზე, ძლიერი ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ 14 წლის გოგონასთან 5 მამაკაცმა რიგრიგობით დაამყარა სექსუალური კავშირი. გოგონა აცხადებს, რომ მომხდარი თითქმის არ ახსოვს.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ესპანეთის კანონმდებლობაში უზუსტობაა და ქალები ძალადობისაგან სათანადოდ არ არიან დაცულნი. ისინი ითხოვენ, რომ გაუპატიურებად ჩაითვალოს მებისმიერი სექსუალური აქტი, რომელიც ორმხრივი თანხმობის გარეშე შედგა, როგორც ეს 31 ევროპული ქვეყნის კანონმდებლობაშია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42