აშშ-ში 17 წლის თინეიჯერმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა მაშინ როდესაც იგი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. არასრულწლოვანმა ბიჭმა მცირეწლოვანი გაგუდა და გონებადაკარგულ ბავშვთან სექსუალური ურთიერთობა დაამყარა, მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ კი იგი მდინარესთან დატოვა. ინფორმაციას აქვეყნებს INDEPENDENT-ი.
ბრისტოლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიჭს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„შენ გააუპატიურე იგი ყველაზე ამორალური და ბოროტი მეთოდებით- როგორ შეძელით დაგეტოვებინათ გოგონა ასეთ მდგომარეობაში. მისი სხეული სისხლიანი და სველი იყო, რადგან მდინარის ნაპირას დატოვე. როგორ უნდა მოაფიქრდეს ადამიანს დედამიწაზე ასეთი სიბოროტის ჩადენა“ ,- მიმართა ბოროტმოქმედს მოსამართლემ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონამ დედას დაურეკა მაშინ როდესაც 17 წლის თინეიჯერი მას დაედევნა, თუმცა ბიჭი დაეწია, ტელეფონი დაუმტვრია, რის შემდეგადაც იგი ძალის გამოყენების მდინარის ნაპირას ჩაათრია. გოგონა დახმარებას ითხოვდა, თუმცა მოძალადემ იგი გაგუდა და შემდეგ სასტიკად გააუპატიურა. გამოფხიზლებისთანავე დახმარებას ითხოვდა გოგონა, რა დროსაც მის საშველად ადგილობრივები მივიდნენ და პოლიციაც გამოიძახეს.
თავდამსხმელი ერთ-ერთმა თვითმხილველმა ამოიცნო , რომელმაც მაშინ დააფიქსირა, როდესაც ბიჭი შემთხვევის ადგილიდან გარბოდა.
მასალის გამოყენების პირობები






