"არ შევუშვებთ შენობაში, მოვიდნენ და გადაგვიარონ..."- „ქართული მარშის“ ლიდერი მოსახლეობას ჰპირდება რომ გეი სიყვარულზე ფილმის პრემიერა არ შედგება
საზოგადოება - 11:22, 08 Nov, 2019     1319

„ქართული მარში“ ფილარმონიასთან 16:00 საათზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის შაჩლის მიზნით შეიკრიბება. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, დღეს "გეი პროპაგანდის" წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართება.

მისივე ინფორმაციით, ადამიანები რეგიონებიდანაც მოდიან.

რადიკალური შეხედულების მქონე ადამიანები იმუქრებიან, რომ ისინი კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ და ორგანიზატორებს ფილმის გაშვების საშუალებას არ მისცემენ.

ბრეგაძის თქმით, აქტივისტები აპირებენ, რომ კინოთეატრ "ამირანის" შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან, „სირცხვილის კორიდორი" გააკეთონ.

"სრული მობილიზაციაა მომხდარი. ყველა რეგიონიდან არიან დაძრული ჩვენი მხარდამჭერები. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას და მესვეურებს ამ ფილმის გაშვების საშუალებას, არ შევუშვებთ შენობაში, ჩვენ დავდგებით და კი ბატონო, მოვიდნენ და გადაგვიარონ...

ჩვენ განვთავსდებით კინოთეატრის მიმდებარედ და გავაკეთებთ სირცხვილის კორიდორს, რომელშიც გასვლა მოუწევთ ფილმის შემქმნელებს და მესვეურთ. ძირითადი მობილიზება კინოთეატრ "ამირანთანაა", მცირე ჯგუფები განთავსდებიან ყველა კინოთეატრთან," - აღნიშნა ბრეგაძემ.

"ქართული მარშის" ლიდერი ფილმის ლობისტებად გიგა ბოკერიას, „ევროპულ საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობას", რესპუბლიკური პარტიას და არასამთავრობოებს ასახელებს.

მისივე განცხადებით, თუკი გარკვეული პირები ძალადობრივი ქმედებებით შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას, ისინი კინოთეატრების შესასვლელების პიკეტირებას მოახდენენ.

„ქართული მარშის“ გარდა, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.

ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრება ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, რომლებიც ვერის ბაღში 16:00 საათზე, ბათუმში კი 17:00 საათზე შეიკრიბებიან.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42