კათოლიკური ეკლესია ორი მონაზვნის ორსულობის საქმეს იძიებს. როგორც ცნობილია, ისინი აფრიკაში მისიონერული მოგზაურობის დროს დაფეხმძიმდნენ. ამის შესახებ ცნობებს იტალიური მედია ავრცელებს.
34 წლის მონაზონმა ორსულობის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც საავადმყოფოში მუცლის ტკივილების გამო მივიდა. იგი ამჟამად პალერმოში გააგზავნეს, თუმცა შესაძლოა სამონაზვნო ცხოვრებას შვილის აღსაზრდელად შეეშვას.
მილიტელო როსმარინოს მერი, სალვატორე რიოტა ერთ-ერთ მონაზონს დადებითად ახასიათებს და აღნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში იგი მთელმა ქალაქმა შეიყვარა.
პაპმა ფრანცისმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში არის მღვდლების და ეპისკოპოსების მხრიდან მონაზვნებთან სექსუალური კავშირის დამყარების პრობლემა. თუმცა, რთულია იმის თქმა, ამ საქმეში ადგილი ჰქონდა თუ არა მსგავს შემთხვევას.
სიცილიის ჯანმრთელობის საბჭოს წევრი, რუჯერო რაცა ამბობს, რომ ის დაიწყებს შიდა გამოძიებას, რათა გამოარკვიოს თუ როგორ და ვის მიერ გასაჯაროვდა ეს ამბავი.
როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, გამოძიება დაწყებულია დედაოების ორსულობის საქმეზე, რადგან მათ დაარღვიეს „უმანკოების წესები.“
მასალის გამოყენების პირობები






