იდეათონი სახელწოდებით „ინოვაციები ტურიზმში“ გახლავთ პროექტი რომელსაც ახორციელებს „საერთაშორისო ბიზნეს სკოლა“. იდეათონი თავისი კონცეფციით და მაშტაბით პირველად იმართება სამეგრელოში.
იდეათონი აერთიანებს ახალგაზრდებს 5 მუნიციპალიტეტიდან და 12 საათიანი მუშა პროცესის საფუძველზე 8 კაციანი გუნდები ჩამოაყალიბებენ თავიანთ ხედვას მოცემულ მუნიციპალიტეტებში არსებულ კონკრეტულ სივრცეებთან (ზუგდიდი -ჭურია (კოლხეთის ეროვნული პარკი), ურთა; ხობი-პაპანწყვირის ტბა, ჯიხა; სენაკი-ნოქალაქევი (დედამოკას ხეობა), შხეფის ციხე; ჩხოროწყუ-შურუბუმუ; ზისნახეს მღვიმე; წალენჯიხა-სქური, ინწრას კანიონი) დაკავშირებული პრობლემების ინოვაციურად გადაჭრის, ასევე მათი განვითარება-პოპულარიზაციის გზებთან დაკავშირებით. იდეათონის აქტიურ მუშა პროცესში მონაწილეობას მიიღებს 80 ახალგაზრდა.
ღონისძიებაში ჩართული იქნებიან დარგის ექსპერტები, რომლებიც ჯგუფებს გაუწევენ კონსულტაციებს მოთხოვნის შესაბამისად.
იდეათონი გაიმართება 2019 წლის 10 ნოემბრის ზუგდიდში (დაიწყება 10:00 საათზე), ლაღიძის N2-ში (ზუგდიდის ტექნოპარკი).
ამ ეტაპისთვის ღონისძიებას პარტნიორობას უწევენ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO).

მასალის გამოყენების პირობები






