კანადაში მეცნიერებმა შექმნეს „ხელოვნური ფოთოლი“, რომელსაც შეეძლება ნახშირორჟანგი გადააქციოს საწვავად. ახალი ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნება ფოტოსინტეზმა ნახშირორჟანგი გარდაქმნას გლუკოზად და ჟანგბადად. იაფი წითელი ფხვნილი ხელს შეუწყობს ხელოვნური ფოთლის დახმარებით მეთილის სპირტისა და ჟანგბადის გამოყოფას.
სპირტის გათბობის შედეგად კი ხსნარის გარდაქმნა შესაძლებელი იქნება საწვავად.
წამყვანმა მკვლევარმა , ვოტერლოოს უნივერსიტეტის პროფესორმა იმინ ვუმ, INDEPENDENT-ს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიამ მზის ენერგიას შესაძლებლობა მისცა, გაეზარდა ეფექტურობა 10 პროცენტით.
მეცნიერის განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი იქნება პარტნიორობა სხვადასხვა ინდუსტრიულ კომპანიებთან , რათა თხევადი საწვავის წარმოება უფრო მასშტაბური გახდეს. მისი თქმით, აღნიშნული პროცედურები რამდენიმე წელი გაგრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები






