ინდოეთში პოლიციამ გადაარჩინა ბავშვი, რომლის ოჯახი მის ცოცხლად დამარხვას ცდილობდა. პოლიციის ოფიცრის მიერ გადაღბულ ვიდეოზე ჩანს ინდოელი მამაკაცი, რომელსაც საბანში შეხვეული ახალშობილი. ვიდეოკადრებზე ჩანს აგრეთვე მეორე მამაკაცი, რომელიც თხრის მიწას და ამზადებს ბავშვისთვის ე.წ სამარხს. ამის შესახებ წერს DAILYMAIL-ი.
ინდოეთის სამართალდამცავი უწყების მაღალჩინოსნების განცხადებით, ისინი დაუპირისპირდნენ ჩვილის ბაბუას და წაართვეს ახალშობილი, რადგან ოჯახის წევრები ცდილობდნენ გოგონას დამარხვას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ორივე მამაკაცი დააკავეს, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ ეგონათ ახალშობილი უკვე გარდაცვლილი იყო და ამის გამო სურდათ მისი დამარხვა. ამ დრომდე გოგონა გადის სამედიცინო გამოკვლევებს საავადმყოფოში. პოლიციელთა განცხადებით, ისინი ბედნიერები არიან, რომ გოგონა ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






