დემონსტრანტებმა თეირანში ამერიკული საელჩოს დარბევის 40 წლისთავი აღნიშნეს. საელჩოს ყოფილ შენობასთან ათასობით რადიკალურად განწყობილი ირანელი შეიკრიბა. ისინი ამერიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ და ზემოხსენებული ქვეყნის დროშებს წვავდნენ. აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები ყვიროდნენ ასევე „ სიკვდილი ამერიკას“ ,- ინფორმაციას ASSOCIATED PRESS-ი ავრცელებს.
ირანის სულიერმა ლიდერმა, ალი ჰამანეიმ მედიასთან ინტერვიუში გამორიცხა აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენა.
„ვერ მოხდება აშშ-სთან ურთიერთობის დალაგება, რადგან მათ გამიზნულად არ სურთ გარკვეულ დათმობებზე წამოვიდნენ ირანთან.“
1979 წლის 4 ნოემბერს, ირანის პროამერიკელი ლიდერის, შაჰი მოჰამედ რეზა-ფეჰლავის გადაყენებიდან 9 თვის შემდეგ, სტუდენტებმა თეირანში აშშ-ს საელჩო აიღეს და მძევლად დიპლომატიური უწყების 52 თანამშრომელი აიყვანეს. მათ მთავარ მოთხოვნას წარმაოდგენდა, გადმოეცათ ირანული მართლმსაჯულებისთვის ამერიკაში "გაქცეული" ირანელი შაჰი.
1980 წელს 444 დღიანი ტყვეობის შემდეგ ირანმა გაათავისუფლა 52 ამერიკელი, რომლის შემდეგაც ამერიკელებმა გაწყვიტეს დიპლომატიური კავშირი თეირანთან.
ჰამენეის განცხადებით, ირან-ამერიკის დაპირისპირება დაიწყო უფრო ადრე- „1953 წელს, აშშ-მა ეროვნული მთავრობა გადააყენა და დანიშნა პროამერიკული პოლიტიკის გამტარებელი მარიონეტი კორუმპირებული მთავრობა ირანში შაჰის მეთაურობით“ ,- განაცხადა ჰამენეიმ.
მასალის გამოყენების პირობები






