„არ გვსურს ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება“ - მოკლული რაიან სმიტის დედის ემოციური წერილი
საზოგადოება - 11:56, 02 Nov, 2019     1263
მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის წევრებთან შეხვედრა და საუბარი სურს. ასევე მალხაზ კობაურმა რაინ სმიტის დედის მიერ გამოგზავნილი წერილი მიიღო, რომლის შემდეგაც მას ოჯახთან გასაუბრება უნდა. კობაური აცხადებს, რომ მას ოჯახთან შეხვედრა სურს, რადგანაც უნდა აუხსნას, რომ დამნაშავე არ არის. მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კობაურმა წერილი რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ადვოკატი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები ამ წერილს უმალავდნენ და მხოლოდ ფაქტის გახმაურების შემდეგ იძულებულები გახდნენ, რომ მისი გასაჯაროება მომხდარიყო. მისი აზრით, ამით პატიმრის უფლების ხელყოფა მოხდა, რადგანაც აქმადე წერილი არ წააკითხეს.

„ვფიქრობ წერილის დამალვა და პატიმრის უფლებების ხელყოფა მინიმუმ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. რაც შეეხება წერილის შინაარს, მასში რაინ სმიტის დედა წერს, რომ მან და მისმა მეუღლემ მიუტევეს და სთხოვენ, რომ ილოცოს და უფალთან მეტი ურთიერთობა ჰქონდეს. წერილი საკმაოდ ვრცელია. მალხაზ კობაურმა გამოთქვა სურვილი, რომ გარდაცვლილის ოჯახს შეხვდეს და დაელაპარაკოს. მას ბევრი აქვს სათქმელი და შესაბამისად, ის მზაობას გამოთქვამს, ამ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით გარდაცვლილების ოჯახთან ილაპარაკოს“, - განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის თქმითვე, ორ თვეში "კობაური საქართველოს წინააღმდეგ" მწყემსის საქმე სტრასბურში წავა. კობაიძე ამბობს, რომ ის მასალების შეგროვებას უკვე შეუდგა და სავარაუდოდ, საქმე ორი თვის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში უნდა წრადგინონ.

კობაიძეს იმედი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს, რადგანაც მალხაზ კობაურთან დაკავშირებით სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უფლება დაირღვა. მისი აზრით, საქმის ირგვლივ ბევრი პროცესუალური ნორმების დაღვევა მოხდა. შესაბამისად, სახელმწიფომ სამართლაინი სასამართლო კობაურთან დაკავშირებით ვერ უზრუნველყო.

„კობაურის სხვა საკანში გადაყვანასაც ვითხოვთ. საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფება. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს, სამწუხაროდ კობაურის მიმართ, ყველანაირი პროცედურული ნორმები დაირღვა, როგორც ბრალდების მხარის, ასევე სასამართლოს მხრიდან. ამიტომ ჩვენ გავასაჩივრებთ და საქმეს დაერქმევა "კობაური საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეს ასევე დაერთვება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მოწმეების დაკითხვის ოქმბს ეხება, სადაც ადამიანები ზუსტად ერთიდაიგივე წინადადებებით აღწერენ და საუბრობენ რა მოხდა ხადას ხეობაში“ - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“.

წერილი, რომელიც ლინ სმიტმა მალხაზ კობაურს 2018 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოუგზავნა და მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.

6-გვერდიან წერილში მოკლული რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ემოციურად მიმართავს და ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს არ სურთ „მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება“, რის გამოც კობაურისთვის დანაშაულის მიტევების გადაწყვეტილება მიიღეს.

თუმცა, ლინ სმიტი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მოკლულთა ოჯახის სურვილია, მალხაზ კობაურმა საპყრობილეში 30 წელი გაატაროს ან იქ სამუდამოდ დარჩეს, რათა მისგან საფრთხე სხვა ადამიანებსაც არ შეექმნათ.

გარდა ამისა, რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ლოცვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ღმერთს შენდობა სთხოვოს.

ხადას ხეობაში საზარელი მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა. კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ეს განაჩენი 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამოუტანა.

სმიტების მკვლელობის საქმეში, ასევე რამდენიმე შეუსაბამობა, “კავშირების” რედაქციამ სმიტების მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა. როგორც ცნობილია, ხადას ხეობაში ტურისტად მყოფი სმიტების ოჯახის დაკარგვის შემდეგ, სამართალდამცავებმა შეტყობინების მიღების პირველივე დღეს, 2018 წლის 6 ივლისს, ლორა სმიტის გვამი, მახლაზ კობაურის დახმარებით იპოვნეს. მამა-შვილის, რაიან სმიტისა და 4 წლის ქეილების სამძებრო-სამუშაოები იმ ღამეს არ გაგრძელებულა.

დაკითხვის ოქმების შესწავლისას კი გამომძიბელმა ჟურნალსიტებმა აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებში იდენტური წინადადებებია.

მაგალითად, ერთი და იმავე სიტყვებით აღწერენ სამძებრო სამუშაოების პირველ საათებს პოლიციელი ლევან ბულაური და მეზობელი სოფლის, ბენიან-ბეგონის მაცხოვრებელი ზურაბ ბენიაიძე. ორივე დაკარგული ოჯახის სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა.

ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება, ორივე ადამიანს ერთი და იმავე სიტყვებით ეპასუხა გამომძიებლის კითხვებისთვის? თან მოწმეები წერენ, რომ ჩვენება დაწერილია მათი კარნახით.

ხომ არ აწერინებდა მათ ხელს გამომძიებელი წინასწარ გამზადებულ ტექსტებზე? — ამ კითხვებით კი „კავშირების“ რედაქციამ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართა.

შსს-ს პასუხი კი ასეთია:

“საქმეში არსებულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათი მოპოვებისას არ დარღვეულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი. ამასთან, აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესზე და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი ვერდიქტი.”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გასცა პასუხი რედაქციის შეკითხვას, როგორ შეიძლება დაკითხვაზე ორმა ადამიანმა ათობით იდენტური წინადადება წარმოთქვას?

გამოძიების ვერსია კი ასეთია: მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გამოძიების ოფიციალური ვერსია და მალხაზ კობაურის აღიარებითი ჩვენება გავრცელდა. ბევრ კითხვასთან ერთად, გაჩნდა ერთი აუხსნელი კითხვაც - როგორ შეიძლებოდა დედას დაეტოვებინა იარაღდამიზნებული 4 წლის შვილი და თავის გადასარჩენად გაქცეულიყო.

გამოძებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში კობაური რაიან სმითის მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებდა, მამა-შვილის მკვლელობას აღიარებდა და გამოძიებას არწმუნებდა, რომ ლორა სმითი გაიქცა და ხევში ჩავარდა.

ექსპერტიზის პასუხებმა კობაურის პირველი აღაიარებითი ჩვენება თავდაყირა დააყენა და დანაშაულის რადიკალურად განსხვავებული მოტივი გამოკვეთა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დანაშაულის მიზეზი ლორა სმითის მიმართ კობაურის სექსუალური ლტოლვა იყო და მიზნის მისაღწევად მას მამა-შვილის მოშორება დასჭირდა.

საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მივიდნენ ერთ-ერთ ჩანჩქერთან, მან გაიტყუა მამა-შვილი, ქალი დარჩა ჩანჩქერთან. ის მოულოდნელად დაახლოებით 150 სანტიმეტრის მოშორებით ზურგიდან ესვრის რაიან სმითს წელის არეში, შემდეგ კი ახორციელებს საკონტროლო გასროლას. ბავშვი ტირის, ვარდება პანიკაში, რის შემდეგაც ის მიბჯენით ესვრის ბავშვსაც.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მამა-შვილის მკვლელობის შემდეგ კობაურმა რაიან სმითის გვამი მდინარეში გადააგდო, ბავშვის ცხედარი კი თოვლის ზვავის ქვეშ გადამალა. ეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმია, რომელიც მალხაზ კობაურის 8 ივლისის ჩვენების შესამოწმებლად ჩატარდა.

ხადის ხეობაში 7-საათიანი ექსპერიმენტისას კობაურმა სამარალდამცველებს მკვლელობის ადგილი აჩვენა. ოქმში აღნიშნულია ისიც, რომ სწორედ ბრალდებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც რაიან სმითის გვამი გადააგდო, კერძოდ, მკვლელობის ადგილიდან 1 მეტრის მოშორებით, მდინარის კალაპოტში. ბავშის ცხედარს კი სწორედ კობაურის მითითებით გასროლის ადგილიდან 12 მეტრში თოვლის ნარჩენის ქვეშ მიაგნეს.

მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გვამები მოიშორა, ის ბრუნდება ჩანჩქერთან, სადაც დატოვა ლორა სმითი და იარაღის მუქარით ახორციელებს მასზე ძალადობას და საბოლოოდ აუპატიურებს მას, ამის შემდეგ ბრალდებულმა ლორა სმითი დაახრჩო წყალში და ამის შემდეგ ჩააგდო მდინარეში.

სწორედ მკვლელობის მოტივის დადგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი კობაურისვთის ბრალი დაემძიმებიათ.

ამოღების ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ მკვლელობის იარაღი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან დაახლოებით 30 მეტრში, საწვიმარში გადახვეული, ბალახებში იყო გადამალული და სამართალდამცველებს ამის შესახებაც მალხაზ კობაურმა თავადვე უთხრა.

წყარო: რეზონანსი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42