აზერბაიჯანელი მუსულმანის მიერ ეთნიკური რუსის იგორ შერბაკოვის მკვლელობამ, მოსკოვში ანტიემიგრაციული არეულობა გამოიწვია და წინ წამოწია რუსეთის მნიშვნელოვანი პრობლემა, წერს ახლოაღმოსავლური ფორუმის(აშშ) ხელმძღვანელი - დენიელ პაიპსი The Washington Times-ის სტატიაში.
დღესდღეობით, ეთნიკური მუსულმანების რაოდენობა, რუსეთის 144 მილიონიან მოსახლეობაში, 21-დან 23 მილიონამდე ადამიანს შეადგენს, მაგრამ მათი რიცხვი იზრდება, აღნიშნავს პაიპსი.
„ალკოჰოლიზმით დაავადებულ ეთნიკურ რუსებს, როგორც იტყვიან, შობადობის ევროპული, ხოლო სიკვდილიანობის აფრიკული დონე აქვთ“, - წერს ავტორი. მოსკოვში შობადობის საშუალო მაჩვენებლით, ერთ ქრისტიან ქალზე - 1,1 ბავშვი, ხოლო მუსულმან ქალზე - 2,3 ბავშვი მოდის. 3-დან 4 მილიონამდე მუსულმანი რუსეთში ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, ძირითადად აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან, გადავიდა.
„რუსეთში რელიგიური ტრანსფორმაცია ხდება, რაც უფრო დიდი შედეგების მომტანი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ვიდრე საბჭოთა კავირის დაშლა იყო“, - ვარაუდობს რუსეთის უმცირესობების საკითხში ექსპერტი პოლ ჰობლი.
რამდენიმე წელიწადში მუსულმანები რუსული არმიის ახალწვეულთა ნახევარს შეადგენენ, ფიქრობს პაიპსი. „იმოქმედებს თუ არა ასეთი არმია ეფექტურად, იმ აღშფოთების გათვალიწინებით, რომელსაც ქვეყნის შიგნით ბევრი მუსულმანი განიცდის ჩეჩნეთში რუსეთის არმიის ტაქტიკის გამო“?
რუსეთში სულ უფრო მეტი მუსულმანი იყენებს გამოთქმას „მუსულმანური რუსეთი“.
„ ევროპაში ისლამის პრობლემის განხილვისას, ჩვეულებრივ, ყურადღების ცენტრში ექცევიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და შვედეთი, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა თვალი რუსეთს უნდა მივადევნოთ,სახელმწიფოს ყველაზე დიდი მუსულმანური საზოგადოებით. წინა კვირის ანტიემიგრაციული ოპერაციების ძალადობას, უეჭველად მოჰყვება გაცილებით მეტად სერიოზული პრობლემები“, - ასკვნის პაიპსი.მასალის გამოყენების პირობები






