კონკურსმა „ქართული ა“ გამარჯვებულები გამოავლინა
საზოგადოება - 16:49, 01 Nov, 2019     1326

შრიფტების კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. პროექტი, რომელიც დიზაინერ ზვიად ციკოლიას და თიბისი ბანკის ინიციატივით უკვე მეორედ ტარდება, თიბისის წარმატებული პროექტის #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა.

„ქართული ა“ მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსში გამარჯვებული ახალი ქართული შრიფტები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.

გამარჯვებულები ჟიურიმ შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა.

ლაკონური - ა (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი)

1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

აკადემიური - ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი)

1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი - სერგო ტიტენკოვი

მხატვრული - ა (მხატვრული შრიფტი)

1 ადგილი - ჯუმბერ ბეჭვაია

2 ადგილი - ლიზი ქანდარია

გაკრული - ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი)

1 ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

2 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

ფუტურისტული - ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)

1 ადგილი - ლაშა გიორგაძე

2 ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

ტექნიკური - ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად)

1 ადგილი - დათო ხარაშვილი

2 ადგილი - მექი გიორგაძე

ადაპტირებული - ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია)

1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი - დათო ხარაშვილი

თანამედროვე ა

1 ადგილი - ლაშა გიორგაძე

2 ადგილი - გიორგი ახუაშვილი

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული კი - 1000 ლარით.

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეეძლო, თუმცა მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაერეგისტრირებინათ. მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოედგინათ. წელს კონკურში მონაწილეობას 200-მდე ნამუშევარი იღებდა.

ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.Georgiana.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42