ისლამური სახელმწიფოს (ISIS) შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს მათი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალება და მათ მეთაურად წარადგინეს აბუ-იბრაჰიმ ალ ჰაშიმ ალ-ქურიში. ინფორმაციას INDEPDENDENT-ი ავრცელებს.
ახალი ლიდერის წარდგენა მოხდა ტერორისტული დაჯგუფების პროპაგანდისტული არხების მიერ, სადაც გავრცელდა ხმოვანი შეტყობინება მხარდამჭერთათვის.
ISIS-ის მიერ გავრცელბულ აუდიო მოწოდებაში აღნიშნულია მოთხოვნა ორგანიზაციის მიმდევართათვის, რომ მათ იმოქმედონ ალ-ბაღდადის უკანასკნელი მოწოდების შესაბამისად, რაც გულისხმობს ჯიჰადის აღძვრას მტრების წინააღმდეგ და ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლთა ციხებიიდან განთავისუფლებისათვის ბრძოლას.
დაჯგუფების მიერ გავრცელებულ მესიჯში ნათლადაა გადმოცემული ის საფრთხე, რომელსაც პროგნოზირებენ ორგანიზაციის ლიდერები აშშ-სთვის. მათ თქმით, ისინი გააგრძელებენ ოპერირებას ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთაც.
მასალის გამოყენების პირობები






