პარიზის კინოთეატრში ჯოკერის ეკრანიზაცია ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მამაკაცმა „ალაჰუ-აკბარ“ დაიყვირა, რამაც პანიკა შექმნა და ხალხი გასასვლელისკენ გაიქცა. ამის შესახებ წერს DAILYMAIL-ი
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანები კვირას მოვიდნენ კინოეთეატრ
“GRAND REX”-ში უკანასკნელ პერიოდში ჰოლივუდის მიერ გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის, ჯოკერის სანახავად. ფილმის ყურების მომენტში კი ერთ-ერთი ადამიანის მიერ წარმოთქმული რეპლიკა გახდა ქაოსის საფუძველი, რის გამოც კინოჩვენება შეწყდა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ხალხმა მიაშურა გასასვლელს - შექმნილი არეულობის ფონზე ჭყლეტვაც კი შეიქმნა, რითაც ისარგებლა შფოთის გამომწვევმა მამაკაცმა და გაქცევა სცადა, თუმცა იგი კინოთეატრის დაცვამ დააკავა და პოლიციას გადასცა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დამნაშავეს იარაღიც თან ჰქონდა.
4 ოქტომბერს გამოსულმა ფილმმა, ჯოკერმა ამ დროისთვის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფილმის სტატუსი მოიპოვა, რომლის შემოსავალმა უკვე 849 $ მილიონს აჭარებებს.
მასალის გამოყენების პირობები






