იგივე დაადასტურა მეუფე ნიკოლოზმაც. მისივე განცხადებით: „მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქს ჩააბარა ძალიან სერიოზული აღსარება და ჩვენგანაც ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის".
მისივე შეფასებით, მეუფე იაკობის ბრალდებები უსამოვნო და არაკორექტული იყო.
„სამწუხარო ამბავია ესეც. ყველამ ნახეთ და მოისმინეთ მისი განცხადება, რომელიც იყო ძალიან უსიამოვნო, არაკორექტული ყველა თვალსაზრისით. პატრიარქმა დღეს ასეთი კომენტარი გააკეთა, რომ მეუფე იაკობმა გამოიჩინა ძალიან დიდი სულიერება, გადადგა ქორეპისკოპოსის და საფინანსო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან. გარდა ამისა, მეუფე იაკობმა დღეს პატრიარქს ჩააბარა ძალიან სერიოზული აღსარება, რომლის შესახებაც არავითარი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება და ჩვენგანაც ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მასალის გამოყენების პირობები






