როგორც "ნიუპოსტს" ადვოკატმა განუცხადა, იმ სასულიერო პირებმა, რომლებმაც მსჯავრდებული მოინახულეს და პირადად მოუსმინეს მამა გიორგის, მათი თავდაპირველი შეფასებები შეცვალეს.
"იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი იერარქების უმრავლესობა, ვინც ინახულა დეკანოზი, ყველა ცალსახად აფიქსირებდა პოზიციას, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიდან ნდობა გამოუცხადეს გამოძიებას და სასამართლოს, თუმცა მერე რადიკალურად შეიცვალა მათი პოზიციაბი.
როგორც გიორგი მარგველაშვილისთვია ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი მიმართვის მიუხედავად, მათ დეკანოზის შეწყალებაზე უარი გვითხრა. იმედია, ახლა მაინც უშუამდგომლებს საპატრიარქო პრეზიდენტთან და გამონაკლისს დაუშვებენ, რომ იყოს შეწყალებული და წარსდგეს წმინდა სინოდის წინაშე"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.
სინოდის სხდომაზე საუბარი იქნება პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებზე.
მღვდელთმთავრები არ გამორიცხავენ, რომ მსჯელობა გაიმართოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხზე.
მასალის გამოყენების პირობები






