ბრიტანელმა მთვრალმა წყვილმა ესპანეთში, ალიკანტეს აეროპორტის ტერმინალისკენ მიმავალ ავტობუსში ერთმანეთს სასტიკად სცემეს. წყვილი ბირმინგემიდან რაინეარის ავიახაზების თვითმფრინავით ჩამოფრინდა ქალაქ ალიკანტეში დასასვენებლად, თუმცა მათ შორის შეკამათების შედეგად დაუნდობელი ჩხუბი გაჩაღდა სხვა მგზავრების თვალწინ. დაპირისპირების მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია მედიისთვის. ამის შესახებ წერს DAILYMAIL-ი
ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს მუშტებს ქალი იატაკზე დაცემულ შეყვარებულს თავში, თუმცა მას შემდეგ რაც მამაკაცმა წამოდგომა მოახერხა, იგი დაუნდობლად გაუსწორდა ქალს და რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენა სახის არეში.
ერთ-ერთმა მგზავრმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა სათაურით „ტიპური ბრიტანელები საზღვარგარეთ“ . თვითმხილველთა აზრით, წყვილმა დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიირთვა ფრენის მომენტში ალიკანტეს მიმართულებით. მგზავრებმა აეროპორტის პოლიციელებს მიმართეს დასახმარებლად , რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ნაცემი ქალი და მამაკაცი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






