ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას საპატრიარქოში შესვლამდე მედიასთან გამოეხმაურა და თქვა: "არც იმის საფუძველი მაქვს, ვენდო მეუფე იაკობის განცხადებებს, არც იმის საფუძველი მაქვს, არ ვენდო".
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ და შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყოს.
მისივე განცხადებით, მეუფე იაკობის ეკლესიიდან განკვეთაზე საუბარი ზედმეტია.
„სწორედ ამის გამო ვართ მოსული, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში. ჩვენ დაველოდებით, იქნება კითხვები, იქნება პასუხები და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. მე განვაცხადე, რომ არც იმის საფუძველი მაქვს, ვენდო, არც იმის საფუძველი მაქვს, არ ვენდო. რა თქმა უნდა, მჭირდება მტკიცებულებები. საერთოდ, ასეთი კითხვები, განკვეთა და ასეთი, ამოიღეთ. ასეთი რამ არ არსებობს“, -თქვა მაღალი იერარქის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს, მეუფე ანტონი ამბობს, რომ მისი პოზიცია საპატრიარქოსთან შეჯერდება.
„ჩემი პოზიცია როგორი იქნება, ეს შეჯერებული იქნება საპატრიარქოსთან. ჩვენ წერილი არ გვინახავს. წავიკითხავთ თუ არის და ვიმსჯელებთ“, - თქვა მან.
მედიის წარმომადგენლებმა მეუფე ანტონს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხსზეც დაუსვეს კითხვა.
„გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - დასძინა მეუფე ანტონმა.
მასალის გამოყენების პირობები






