მექსიკის უშიშროების პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია ნარკო კარტელის ბოსის, ხოაკინ ელ კაპო-ს დაკავების მომენტი. კადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებენ მექსიკელი სპეცრაზმელები ოვიდიო გუზმან ლოპესს, რომელსაც სთხოვეს სამართალდამცავებმა, დაერეკათ მისი ბანდის წევრებისთვის, რათა შეეწყვიტათ ქუჩებში სროლა პოლიციელების მისამართით. ინფორმაციას GUARDIAN-ი ავრცელებს.
„შეწყვიტეთ სროლა, შეწყვიტეთ წინააღმდეგობა. მე უკვე დავნებდი- ვერაფერს გავაკეთებთ. უთხარი მათ რომ წავიდნენ. არ მინდა უფრო მეტი პრობლემები. გთხოვ არ მინდა უკონტროლო სიტუაცია“,- განუცხადა გუზმანმა თავისი ბანდის წევრებს სატელეფონო საუბრისას.
მიუხედავად გუზმანის მოთხოვნისა, კარტელის შეიარაღებული ბანდის წევრების მხრიდან ქალაქ კულიკანში პოლიციელთა პოზიციებზე შეტევა არ შეჩერებულა, რამაც სრული ქაოსი გამოიწვია ცენტრალურ უბნებში. ადამიანები დახმარებას ითხოვდნენ მთავრობისგან. მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა, მიიღო გადაწყვეტილება გაეშვათ დაკავებული გუზმანი საპატიმროდან, რათა ქალაქში სიტუაცია განემუხტა. მისი თქმით, გადაწყვეტილება განპირობებული იყო ადამიანთა და პოლიციის ოფიცერთა სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
შეგახსენებთ, რომ მექსიკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კულიაკანში შეტაკება მოხდა ნარკო-კარტელის ბანდებსა და სამართალდამცავებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც პოლიციელებმა ქალაქში პატრულირებისას ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს ოვიდიო გუზმან ლოპესი, მექსიკის ცნობილი ნარკობარონის, ხოაკინ გუზმანის შვილი.
სროლა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა- გუზმანის დაკავებისთანავე ნარკო კარტელის წერვრი შეიარაღებული მამაკაცები გამოჩნდნენ, რომელთაც ტყვიამფრქვევებიდან გახსნეს ცეცხლი პოლიციის მანქანების მიმართულებით, რის გამოც მექსიკელ სამართალდამცავებს გუზმანის გაშვება მოუწიათ- მიზეზად კი პოლიციელების სიცოცხლის შენარჩუნება და ქალაქში სიმშვიდის შენარჩუნება დაასახელეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკებებს 8 ადამიანი ემსხვერპლა და 21 მძიმედ დაიჭრა, დაიწვა აგრეთვე რამდენიმე პოლიციისა და მოქალაქი მანქანა.
მასალის გამოყენების პირობები






