აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს აბუ ბაქრ-ალ ბაღდადისა და მისი თანამზრახველების ლიკვიდაციას. ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა გენერალმა ფრენკ მაკენზიმ.ინფორმაციას ავრცელებს FOXNEWS-ი
გასაჯაროებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ახდენენ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატები მიზნის იდენტიფიცირებას და იმ შენობის დაბომბვას, რომელშიც იმყოფებოდა ალ-ბაღდადი. კლიპში ჩანს მომენტი, როდესაც მსხვილკალიბრიანი (30 მილიმეტრიანი) ტყვიამფრქვევებიდან ცხრილავენ ალ-ბაღდადის თანმხლებ ბოევიკებს- სავარადუდოდ მათზე იერიში APACHE-ს ტიპის ვერტმფრენებიდან მიიტანეს.
ვიდეოს ბოლოს კი ნაჩვენებია ამერიკული ავიაციის მიერ ორი ზეზუსტი დამიზნების მართვადი ბომბის გამოყენების ფაქტი, რომელიც საკონტროლო დარტყმის ფუნქციას ითავსებდა მიზანზე.
მასალის გამოყენების პირობები






