კუნძულ ბალიზე სექსუალურ ბიკინებში ჩაცმული ტურისტი განხილვის საგანი გახდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან. მას შემდეგ რაც, მინი-ბიკინიში გამოწყობილი გოგონა ბალის პროდუქტების მაღაზიაში შევიდა, მომსახურე პერსონალისა და იქ მყოფ კლიენტთა აღშფოთება გამოიწვია, რომელთა აზრითად მისი ზედმეტად გამოწვევი ჩაცმულობა მათ ტრადიციებს ეწინააღმდეგებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ამის შესახებ წერს MIRROR-ი.
მისი ჩაცმულობის ამსახველი ფოტო მალევე აიტვირთა FACEBOOK- ზე, სადაც ბალის მაცხოვრებლები განიხილავდნენ აღნიშნულ ფაქტს და მოითხოვდნენ მის დასჯას მათი ტრადიციების შეურაცხყოფისთვის.. ზოგიერთმა მათგანმა კი მას მოუწოდა, ჩაეცვა აზიური სამოსი, სარონგი.
26 წლის ლი სუ თინგი შეყვარებულთან ერთად ისვენებდა კუნძულზე. მომხდარი ფაქტის შემდეგ, სასტუმროს თანამშრომლებმა ტურისტს ურჩიეს, მინი-ბიკინით არ გასულიყო სანაპიროზე, თუმცა მან არ მიაქცია მათ ნათქვამს ყურადღება და ორი დღის განმავლობაში თითქმის „სრულიად შიშველი“ დადიოდა კუნძულ ბალიზე.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა პოლიციაში დარეკეს მომხდარის გამო, 26 წლის ტურისტი დააკავეს და ჯარიმა გადაახდევინეს ტრადიციების შეურაცხყოფისა და ამორალურობის ბრალდებით.
დაკავების მომენტში ლი სუ თინგს პოლიციამ აიძულა, ჩაეცვა შორტი და ისე ჩამჯდარიყო უკანა სავარძელზე.





მასალის გამოყენების პირობები






