თსუ-ში თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 16:51, 28 Oct, 2019     308

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების (Times Higher Education World University Rankings) წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებს თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების ბრენდ და გენერალური მენეჯერმა მაიკლ ლუბაჟმა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების მეთოდოლოგია გააცნო.

,,დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსვლა და საუბარი არა მხოლოდ რანჟირების მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, რომ ქართულ უნივერსიტეტებს თანამშრომლობისა და კვლევითი კოლაბორაციების შედეგად შეუძლია ბევრი სარგებელი მიიღოს. რანჟირება უნივერსიტეტებს დაეხმარება კარგი სტრატეგიის შექმნასა და წინსვლაში,“- განაცხადა მაიკლ ლუბაჟმა.

„Times Higher Education არის ყველაზე სანდო რეიტინგული კომპანია, რომელიც აკეთებს უმაღლესი განათლების დაწესებულებების შეფასებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი რეგიონიდან მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია მეოთხედ წარმოდგენილი რეიტინგში. ამ ჯგუფის ჩამოსვლის მიზანი არის ის, რომ სხვა უნივერსიტეტებსაც გავუზიაროთ გამოცდილება, რომელიც დაგროვდა წლების განმავლობაში, ვაჩვენოთ ის გზები, თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიციები რეიტინგში, მოვიზიდოთ საერთაშორისო სტუდენტები, რაც ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში პოზიციონირებისთვის არის აუცილებელი,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირება( Times Higher Education World University Rankings) მსოფლიოში უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რანჟირებაა. რანჟირება აფასებს უნივერსიტეტებს მათი საქმიანობის ყველა მიმართულებით - სწავლება, კვლევითი პროდუქტიულობა, კვლევის გავლენა (ციტირება), ინტერნაციონალიზაცია, შემოსავალი ინდუსტრიიდან.

შეხვედრის ფარგლებში თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ქართული უნივერსიტეტების შედეგები და შესაძლებლობები რანჟირებაში, მსოფლიო რეპუტაციის და ინტერნაციონალიზაციის გაუმჯობესების გზები. შეხვედრა შეეხო ბრენდინგს და რეპუტაციის მენეჯმენტს - როგორ უნდა მოახდინონ ქართულმა უნივერსიტეტებმა საკუთარი ბრენდის უკეთ კომუნიკაცია და გაზარდონ ცნობადობა უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო მიღწევების შესახებ.

აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებეში მონაწილეობასა და პოზიციების გაუმჯობესებას. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება ქართული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციაზე, მის ხილვადობასა და რეპუტაციაზე, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42