ანტიკური ფაზისის ზუსტი ადგილის განსაზღვრაში თსუ-ს არქეოლოგებთან ერთად იაპონელი მეცნიერები ჩაერთვებიან
საზოგადოება - 14:48, 29 Oct, 2019     335

ანტიკური ქალაქის ფაზისის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებთან ერთად კობეს (იაპონია) უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იმუშავებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე კობეს უნივერსიტეტის ვიცე რექტორს, პროფესორ ჰიროკო მასუმოტოს და ინჟინერიისა და ურბანული უსაფრთხოების კვლევითი ცენტის პროფესორს სატორუ ოიშის შეხვდა. მიმდინარე წელს იწყება თანამშრომლობა იაპონიის კოსმოსური კვლევის ლაბორატორიასთან ( JAXA (Japan Aerospace Exploration Agency)და იაპონიის უმსხვილეს მრავალდარგოვან ინსტიტუტთან RIKEN – თან.

თსუ პროფესორთან ვახტანგ ლიჩელთან ერთად დაგეგმილია ინტერნაციონალური კვლევითი ჯგუფის პირველი სადაზვერვო გასვლა პონტონური ტიპის ნავით კოლხეთში, პალიასტომის ტბასა და მის შენაკად მდინარე ფიჩორში ნაკრძალის ტერიტორიის დასაზვერად. ,, ჩვენ დავიწყეთ პროექტის განხორციელება კობეს უნივერსიტეტთან ერთად. პროექტის მიზანია, პირველ რიგში, გეოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური კვლევების ჩატარება, რომლის საბოლოო მიზანია ძვ.წ. პირველ ათასწლეულში პალეოკლიმატური ცვლილებების დადგენა. ეს ხელს შეუწყობს იმ პრობლემის გადაწყვეტას, რაც უკვე თითქმის 200 წელია აწუხებს არა მხოლოდ ქართულ სამეცნიერო წრეებს - კოლხეთის ყველაზე მდიდარი და ყველაზე დიდი ქალაქის ფაზისის ადგილმდებარეობის საკითხი, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელია და რომლის შესახებაც 12 განსხვავებული მოსაზრება არსებობს. პირველ რიგში, ჩასატარებელია მაღალტექნოლოგიური სამუშაოები, რისთვისაც გამოყენებული იქნება ის თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, რასაც ფლობს კობეს უნივერსიტეტი,“- განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა.

„ჩვენ განვაახლებთ ძველი ისტორიული ქალაქის ფაზისის ადგილმდებარეობის ძიებას, რისთვისაც შევეცდებით გავაერთიანოთ სხვადასხვა დისციპლინები და გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები. ძალიან სასიამოვნოა ქართველ არქეოლოგებთან თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კომუნიკაცია უძველესი დროიდან,“- აღნიშნა პროფესორმა სატორუ ოიშიმ.

პროექტი ძველი ბერძნული კოლონიის, კოლხეთის უდიდესი და ყველაზე განვითარებული ქალაქის ფაზისის დღემდე უცნობი ადგილმდებარეობის აღმოჩენას ეხება. კობეს უნივერსიტეტის აღმასრულებელი ვიცე რექტორის პროფესორ მიზუტანის ინიციატივით, მიღებულია გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღების თაობაზე.

თსუ-ში ვიზიტისას პროფესორმა სატორუ ოიშიმ სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია "Lidar-ისა და რადარის ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპები არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენაში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42