ირანელი მოდელი ქვეყანაში მოკვლის შიშით არ ბრუნდება და მანილას აეროპორტის ტერმინალში ცხოვრობს.
მსოფლიო - 14:26, 30 Oct, 2019     1759

ირანელი სილამაზის დედოფალი, რომელიც ორ კვირაზე მეტია პაკისტანში, მანილას საერთაშორისო აეროპორტს აფარებს თავს, თავშესაფარს ითხოვს, რადგან ეშინია, რომ სახლში დაბრუნებისთანავე მოკლავენ.

ბაჰერე ზარი ბაჰარი, რომელიც 2018 წელს მის ინტერკონტინენტალზე ირანს წარმოადგენდა, აცხადებს, რომ ირანის სამთავრობო ძალები ცდილობენ მის გაჩუმებას ხელისუფლების წინააღმდეგ გამოთქმული შეხედულებების გამო. ინფორმაციას ავრცელებს MIRROR-ი.

31 წლის გოგონას დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც იგი კონკურსის დროს სოლიდარობის ნიშნად ირანის ხელისუფლების მიერ დევნილი რეზა ფეჰლავის ფოტოთი წარდგა საზოგადოების წინაშე. რეზა ირანის უკანასკნელი შაჰის შვილია, რომლის ხელისუფლება რევოლუციით დაამხეს აიათოლა ჰომეინის მომხრეებმა 1979 წელს.

ბაჰერის განცხადებით, იგი უკვე 12 დღეა რაც მანილას საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება მას შედმეგ, რაც იგი დუბაიდან ჩამოვიდა. Facebook-ზე ატვირთულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ არ იცის თუ როგორ მოიქცეს აღნიშნული ვითარების გამო - „მხოლოდ ის ვიცი, რომ უნდა წავიდე. არ მინდა ლტოლვილად ვიქცე ფილიპინებში, რადგან ეს არ არის უსაფრთხო ადგილი ჩემთვის საცხოვრებლად. სხვა ქვეყანაში უნდა წავიდე, რათა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას“

ფილიპინების იმიგრაციის განყოფილების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინტერპოლის სამსახური განიხილავს საკითხს ბაჰარის დაკავებასთან დაკავშირებით, რაზეც მიმართა ირანის ხელისუფლებამ უწყებას 2018 წელს.

CNN-თან საუბარში ირანელმა გოგონამ განაცხადა, რომ იგი ფილიპინებში 5 წლის წინ წავიდა სტომატოლოგიის სასწავლებლად და ვიზაზე ქვეყანაში დარჩენის ვადა 2020 წლის იანვარში ეწურება. 17 ოქტომბერს ირანის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე ბაჰერს ფილიპინების მთავრობამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

HUMAN RIGHTS WATCH-ის დირექტორის მოადგილემ, ფილ რობერტსონმა განაცხადა, რომ არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მთავრობები საზღვარგარეთ მცხოვრები დისიდენტების მიმართ ძალადობრივი ანგარისწორებისა და ექსტრადირებისთვის იყენებენ ინტერპოლის სპეცსამსახურებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42