თსუ-ში ისრაელის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 17:26, 29 Oct, 2019     1046

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გაღრმავებასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებაზე იყო საუბარი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ისრაელის ცენტრის პრეზენტაციაზე. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„19 წლის განმავლობაში თსუ „ისრაელის ცენტრი“ იყო ადგილი, სადაც იმართებოდა შეკრებებები და იხილებოდა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, ტარდებოდა სხვადასხვა საკითხის სამეცნიერო კვლევები. ვაპირებთ, რომ ახალი სუნთქვა შევძინოთ ამ ყველაფერს. ისრაელის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს; საუბარია ერთობლივ კვლევაზე, საერთო სამეცნიერო პროექტების მომზადებასა და განხორციელებაზე,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარაშიძემ.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ცენტრმა წარმატებით იმუშაოს. იქნება გაცვლითი პროგრამები და მოვიწვევთ ისრაელიდან ჩვენს მკვლევრებსა და პროფესორებს, რომლებიც ლექციებს ჩაატარებენ თსუ სტუდენტებისთვის,“ - განაცხადა ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა.

ცენტრის მკვლევრისა და წარმომადგენელის თამარ მახარაშვილის თქმით, ცენტრში ჯერ კიდევ 1944 წლიდან ისწავლებოდა ებრაული ენა. „მნიშვნელობა ამ ცენტრისა არის განუზომლად დიდი, რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ უნივერსიტეტზე, იმ უნივერსიტეტის წიაღში არსებულ ცენტრზე, სადაც ჯერ კიდევ 1944 წლიდან ისწავლება ებრაული ენა. ყველა ჩვენი ელჩის, ყველა ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლის ისრაელში პირველი ფრაზა, როდესაც ქვეყანაში ჩადის არის ეს. მე ვარ იმ ქვეყნიდან, სადაც 1944 წელს, როდესაც მსოფლიოში ებრაელებს დევნიდნენ, ებრაულ ენას ასწავლიდნენ და ეს შესაძლებლობა მისცა სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩვენს ქვეყანას,“- აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, სახალხო დიპლომატიის კვალდაკვალ უაღრესად მნიშვნელოვანია სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობების ხელშეწყობა: „უკვე 10 წელია ისრაელის ცენტრი მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, არაერთი სამეცნიერო პროექტი განხორციელებულა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორც უმაღლესი განათლების, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს და შეუწყობს ხელს ქართველ და ებრაელ ხალხთა თანამშრომლობას.“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „ისრაელის ცენტრი“ 19 წლის წინ დაარსდა. მისი ბოლო ხელმძღვანელი იყო პროფესორი გურამ ლორთქიფანიძე. ცენტრი აქტიურადაა დაკავებული ქართულ-ებრაული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებით, სხვადასხვა მიმართულების საქმიანობითა და ღონისძიებებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42