აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა
მსოფლიო - 11:36, 30 Oct, 2019     1586

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თურქების მიერ სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებას, რომელიც 1915 წელს მოხდა. დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედებით პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა სულებს. ამის შესახებ წერს BBC-ი

მომხდარ მოვლენას გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა,რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ.

წარმომადგენელთა პალატამ ასევე ხმა მისცა სანქციების დაწესებას თურქეთზე, რომელიც დონალდ ტრამპმა უნდა განიხილოს და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

1915 წელს სომეხი ხალხის მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას, 405-მა კანონმდებელმა მისცა ხმა, ხოლო 11-მა კი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმაც მხარი დაუჭირა მიღებულ გადაწყვეტილებას და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარ ფაქტს სასტიკი დანაშაული უწოდა.

პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ შიფმა განაცხადა: „ წარმომადგენელთა პალატამ უკვე ხმა მისცა სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებას, რის მისაღწევადაც მე 19 წელი ვიბრძოდი. ამ ფაქტს ათიათასობით სომეხი ამერიკელი ადამიანი ათწლეულობით ელოდა. ჩვენ არ ვიქნებით აღიარებასთან მიმართებით თავშეკავებულნი. არ გავჩუმდებით და არასოდეს დავივიწყებთ“

თურქმა მაღალჩინოსნებმა ამერიკელთა გადაწყვეტილება სასტიკად დაგმეს - „ ისინი, ვისმა პროექტებმაც კრახი განიცადეს, დრომოჭმულ რეზოლუციებს მიმართავენ. ის ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენზე ამ გზით იძიებენ შურს, ძალზე ცდებიან. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და მთავრობის მიერ ძალადაკარგული და ანულირებულია“ ,- განაცხადა მევლუტ ჩავასოღლუმ.

1915-1916 წლებში ოსმალმა თურქებმა მასობრივად განდევნეს ანატოლიაში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა სირიის უდაბნოებისკენ და სხვა მიმართულებებით. ამ პროცესის მილიონზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული თურქი სამხედროების მხრიდან - გარდაცვლილთა რაოდენობა 1.5 მილიონს აღწევს.

თურქეთის მთავრობა აღიარებს, რომ დანაშაულებერივი ქმედებები მართლად ხდებოდა, თუმცა უარყოფენ იმ მოვლენას, რომ ქრისტიანი სომეხი მოსახლეობის მიმართ განხორციელდა მრავალჯერადი დევნისა და განადგურების ფაქტები.

სომეხი მოსახლეობის გენოციდის დღედ მიჩნეულია 1915 წლის 24 აპრილი, როცა ახალგაზრდა თურქმა მმართველებმა, რომელთა შორის მთავარ როლს ასრულებდნენ თალაათ-ფაშა, ენვერ-ფაშა და ჯემალ-ფაშა, ბრძანეს შეეკრიბათ მთელი სომხური ინტელიგენცია სტამბოლში და გადაესახლებინათ- უმრავლესობა იმავე დღეს დახოცეს.

1915 წლის 24 აპრილს დაიწყო კონსტანტინეპოლში სომეხი ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება (დაჭერა), რამაც გამოიწვია სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა მთელი პლეადის მთლიანი განადგურება. დაკავებულთა სიაში მოხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და პროფესიის ხალხი: მწერლები, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, პოლიციელები და რელიგიური ლიდერები; ერთადერთი ფაქტორი, რომლითაც ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი იყო — ეროვნება და საზოგადოებრივი მდგომარეობა. გამოჩენილი სომეხი მოღვაწეების დაკავება გრძელდებოდა პატარა შესვენებებით მაისის ბოლომდე, ამასთან ერთად დაკავებულებს არავითარ ბრალდებას არ უყენებდნენ.

სომხური მოსახლეობის განადგურება გრძელდებოდა 1918 წლის სექტემბრამდე. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიღუპა 1,5 მილიონზე მეტი სომეხი. დანარჩენი ნაწილი გაიქცა ან გადაასახლეს მესოპოტამიაში, ლიბანში და სირიაში უდაბნოს გავლით, სადაც ბევრი მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა. ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილი სომეხი გაიფანტა მთელ მსოფლიოში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42