დონალდ ტრამპის განცხადებით, აბუ ბაქრ- ალ ბაღდადის სავარადო შემცვლელიც უკვე ლიკვიდირებულია ამერიკული სპეციალური ძალების სპეცოპერაციის შედეგად. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა TWITTER-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„დადასტურდა ინფორმაცია აბუ ბაქრ-ალ ბაღდადის სავარაუდო შემცვლელის მკვლელობა ამერიკელი სამხედროების მიერ. სავარაუდოდ სწორედ ის დაიკავებდა ISIS-ის ლიდერის პოსტს, თუმცა ისიც უკვე ლიკვიდირებულია“ .
სავარაუდოდ, საუბარია აბდულა ქარდაშზე, რომელიც დასახელდა ალ-ბაღდადის შემცვლელად მისი სიკვდილის შემდეგ.
აბდულა ქარდაში, იგივე ჰაჯი აბდულა ალ-აფარი, ყოფილი ოფიცერი იყო, რომელიც შეიარაღებულ ძალებში სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს მსახურობდა. ქარდაში ერაყის ქალაქ ტალ-აფარში დაიბადა და 2003 წელს ამერიკელ სამხედროებს ალ-ბაღდადისთან ერთად ბუქას ციხეში ჰყავდათ დატყვევებული, სადაც მისი თანამოაზრე და შემდეგ თანამზრახველი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






