ლიბანის პრემიერ-მინისტრი სახალხო აქციების ფონზე გადადგა
მსოფლიო - 19:48, 29 Oct, 2019     1104

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ გადადგომის შესახებ განაცხადა. იგი დანებდა დემონსტრანტთა მოთხოვებს, რომლებიც ორ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ მიტინგებს,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

3 ვადის პრემიერ მინისტრი უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა მთავრობას, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, მათ შორის ჰეზბოლას პარტიიდან.

ბოლო თვეების მანძილზე ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რამაც ფასების გაზრდა გამოიწვია. 17 ოქტომბერს მთავრობამ WHATSAPP-ის ზარებზე გადასახადი დააწესა, რაც პროტესტის განსაკუთრებული გამწვავების მიზეზი გახდა- დემონსტრაციების შედეგად ბანკები და სკოლები დაკეტილი იყო 12 დღის მანძილზე, მომიტინგეებმა გადაკეტეს მთავარი მაგისტრალები.

„მე ამას ვერ დავმალავ. ჩიხში ვარ მოქცეული. მთავრობის წევრების პასუხისმგებლობაა, რომ დავიცვათ ლიბანი და გავაძლიეროთ ეკონომიკა . არავინაა ქვეყნაზე აღმატებული “ ,- თქვა ჰარირიმ თავის განცხადებაში.

ჰარირიმ გადადგომის შესახებ მას შემდეგ ამცნო საზოგადოებას, რაც ბეირუთის ცენტრალური ნაწილი ათიათასობით დემონსტრანტმა დაიკავა, რომლებიც ერთხმად სკანდირებდნენ „შია“ „შია“. ლიბანელი მოქალაქეები ისლამური პოლიტიკური პარტია ჰეზბოლას მხარდამჭერ სიმღერებს მღეროდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42