დანიის კლიმატისა და ენერგოსისტემის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტერიტორიულ წყლებში აშენდება ნავთობსადენი, რომელიც დააკავშირებს დანიასა და პოლონეთს,- ინფორმაციას აქვეყნებს baltic-pipe-ის პროექტის ოფიციალური საიტი.
დანიური ენერგოკომპანია „Energinet“-ი ჩრდილოეთის ზღვაში ააშენებს 105 კილომეტრიან მილსადენს, რომელიც დაკავშირებული იქნება ნორვეგიულ ნავთობსადენ „EUROPIPE II“-თან. მილსადენი დანიის დასავლეთ სანაპიროს დუკავშირდება მცირე ბელტის სრუტის გავლით, რომელიც მდებარეობს იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და ფიუნის კუნძულს შორის.
თავის მხრივ პოლონეთის ნავთობკომპანია “Gaz-System SA” ბალტიის ზღვაში ააშენებს 133 კილომეტრიან ნავთობსადენის მონაკვეთს. გაცხადებული ინფორმაციის თანახმად, ნავთობსადენის გამტარუნარიანობის სიმძლავრე იქნება 10 მილიარდი კუბური მეტი. მშენებლობა დაიწყება 2019 წლის დეკემბერში და დასრულდება 2022 წლის ოქტომბერში.
როდესაც მშენებლობა დასრულდება, დაგეგმილია მისი დაკავშირება ნორვეგიის ნავთობის გადამცემ საერთო ქსელთან, რომლის შემდეგად დაიწყება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება პოლონეთში დანიის გავლით.
დანიის სამეფო უკვე რამდენიმე წელია უარს აცხადებს პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში ჩაბმაზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერიდან გაზის მიწოდებას. ევროპის რამდენიმე ქვეყანა ( უკრაინა, პოლონეთი, ბალტიის სახელმწიფოები) მხარს რუსულ ენერგოპროექტს და უშუალოდ მონაწილეობს მის განხორციელებაში.
მასალის გამოყენების პირობები






