ისრაელის ელჩმა გაეროში, დენი დენონმა დაადანაშაულა ერდოღანი თურქეთის ტერორიზმის რეგიონალურ ჰაბად გადაქცევაში. მისი თქმით, სირიაში თურქეთის შეჭრა აძლიერებს და აფართოებს ტერორისტული ჯგუფების სისხლისმღვრელ მოქმედებებს რეგიონში,- ინფორმაციას ავრცელებს TIMESOFISRAEL-ი
„ერდოღანმა თურქეთი ტერორისტული ჯგუფების თავშესაფრად და ფინანსურ ცენტრად გადააქცია, რომლიდანაც კეთდება ინვესტიციები ტერორისტული ჯგუფების საქმიანობების გასაფართოებლად. ერდოღანი ქურთების მიმართ არ ავლენს ადამიანურ და მორალურ თავშეკავებას“ ,- განაცხადა დენონმა გაეროში საუბრტისას.
ებრაელი დიპლომატის განცხადებით, ერდოღანი აფართოებს თავის დანაშაულებრივი მოქმედების ზონას სირიას, გაეროს უშიშროების საბჭო კი განიხილავს მხოლოდ ისრაელის ქმედებებს- „ ეს არის სამარცხვინო საქციელი ზემოხსენებული უწყების მხრიდან , რომელიც ერდოღანის დანაშაულებრივ ქმედებებზე კომენტარს არ აკეთებს.“
დენონი აფრთხილებს მსოფლიოს, რომ ქურთების მიმართ მიმდინარე ეთნოწმენდა შეაჩერონ და დაეხმარონ დაზარალებულ ხალხს.
მასალის გამოყენების პირობები






