ბულგარეთში რუსეთის ელჩი, ანტალოი მაკაროვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ მის თანამემამულე დიპლომატს, რომელიც ბულგარეთის უშიშროებამ ჯაშუშობაში ამხილა, ქვეყანა დაეტოვებინა. ამის შესახებ balkaninsight-ი წერს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაღალი რანგის რუსმა დიპლომატმა უკვე დატოვა ქვეყანა
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული სადაზვერვო საქმიანობებს ეწეოდა- აგროვებდა ინფორმაციებს ბულგარეთის სახელმწიფო უწყებებზე, მათ ურთიერთობებზე ნატოსა და ევროკავშირთან.
ბულგარეთის პროკურატურის მტკიცებით, ჯაშუშურ საქმიანობას ბულგარეთში რუსეთი საელჩოს პირველი მდივანი ეწეოდა.
უშიშროების სამსახურების განცხადებით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა რუსი აგენტის დაკავების- სექტემბერში ყოფილ დეპუტატსა და პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნიკოლაი მალინოვს წაუყენეს ბრალი ჯაშუშობაში რუსეთის სასარგებლოდ, რომელიც საიდუმლო მასალებს აგროვებდა რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ.
მასალის გამოყენების პირობები






