მღვდელმონაზონ ანდრია სარიას, საქართველოს უნივერსიტეტში ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
"გუშინ მომენიჭა, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი საქართველოს უნივერსიტეტში. სადოქტორო თემა ,,საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა 1921-1927 წლებში".
სამეცნიერო ხელმძღვანელი- თამარ ქორიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მოწვეული ექსპერტი- დოდო ჭუმბურიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
მოწვეული ექსპერტი- ჯემალ გამახარია, ისტორიის დოქტორი.
დიდი მადლობა, უნივერსიტეტს იმისათვის, რომ ჩემს მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა, ხოლო განსაკუთრებული მადლობა, ხელმძღვანელს ქალბატონ თამარ ქორიძეს, რომელმაც არნახული შრომისმოყვარეობა, უდიდესი პროფესიონალიზმი და საქმისადი გულმოდგინე დამოკიდებულება წარმოაჩინა. ამაყი ვარ, რომ ვიყავი ამ უნივერსიტეტის ნაწილი და წილად მხვდა ქალბატონ თამართან თანამშრომლობა. საქართვეოს ეკლესიის ისტორიას ვინც იკვლევს, ყველას კარგად მოეხსენება დასახელებული ექსპერტების აკადემიზმი, რაც კიდევ მეტად უდიდეს ფასს სძენს დასახელებულ დისერტაციას. მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად გაიზიარა ეს სიხარული" - წერს მღვდელმონაზონი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






