„საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დღეს, „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, სადაც მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება.
„მესაქონლეობის ექსპო 2019“-ის მიზანი საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობაა. მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლისა და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათი მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის. „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები გახდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
„მესაქონლეობის ექსპო“ 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თბილისის იპოდრომზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






