ახალგაზრდა დედა უკიდურეს გაჭირვებაში ორ მცირეწლოვთან ერთად ცხოვრობს - მარიამს საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭრიდება
საზოგადოება - 17:13, 25 Oct, 2019     1477

24 წლის მარიამ მიქუტიშვილი და მისი 2 არასრულწლოვანი შვილი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ. მამამ ოჯახი 2 წლის წინ მიატოვა და მას შემდეგ არც ინტერესდება ბავშვების მდგომარეობით. მისი შვილები პრაქტიკულად შიმშილობენ, არასდროს უჭამიათ ხორცი, მოკლებულნი არიან ელემენტარულ ბავშვურ სიხარულს, მაგალითად, სათამაშოებს. სახლს, რომელშიც ეს ოჯახი ცხოვრობს მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სახლი“. ეს ძველი და დანგრევის პირას მისული ბარაკის ტიპის შენობა ნებისმიერ დროს შესაძლოა ჩამოიქცეს და მსხვერპლი გამოიწვიოს. გარდა ამისა, შენობაში არ არის წყალი, გაზი, სველი წერტილები.

მარიამი იმყოფება სასოწარკვეთაში. ნერვიულობის ნიადაგზე მას ნევროზი დაემართა, აწუხებს გულის ტკივილი და არითმია. ამასწინათ მან ჩერნოვეცკის ფონდს დახმარებით მიმართა. ფონდის წარმომადგენლებმა მოინახულეს იგი კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში:

მარიამ, მამა არ მონაწილეობს შვილების აღზრდაში?

მარიამი: მან 2 წლის წინ მიგვატოვა. მაშინ მეორე შვილზე ვიყავი ორსულად. მას შემდეგ არ მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში, არ აინტერესებს შვილების მდგომარეობა...

ალბათ, რომ გათხოვდით, ვერც კი წარმოგედგინათ, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები თქვენს ოჯახში...

მარიამი: მე ოზურგეთში გავთხოვდი, მეუღლის სახლში ვცხოვრობდი, ვოცნებობდი დიდი და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე. როდესაც 6 წლის წინ დაიბადა ოთარი, ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ვერ აეწყობოდა...

მისი მშობლები არ გეხმარებოდნენ?

მარიამი: მას დედა არ ყავდა, მამა კი არ მეხმარებოდა, მეუბნებოდა, რომ მომეთმინა და მეც ვითმენდი. როდესაც მეორე შვილზე ვიყავი ორსულად, მიხდებოდა სიმძიმეების აწევა: მომქონდა წყალი, შეშა.... ამას ემატებოდა განუწყვეტლივ დაძაბულობაში და შიშში ყოფნა. შედეგად, ბავშვი დღენაკლული დაიბადა და მალევე გარდაიცვალა.

მესამე შვილი სად დაიბადა?

მარიამი: როდესაც მესამეჯერ გავხდი ორსული, გადავწყვიტე მშობლებთან დაბრუნება, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში. ძალიან მეშინოდა, რომ ბავშვი არ დაბადებულიყო ავადმყოფი, რადგან საშინელ პირობებში მიხდებოდა ცხოვრება. აქ კი მშობლები მივლიდნენ, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. რომ დავრჩენილიყავი მეუღლესთან იმ აუტანელ პირობებში და სისტემატურ სტრესში, ბავშვი არ დაიბადებოდა ჯანმრთელი. ასე რომ, ლიდია ხოვლეში დაიბადა, სრულიად ჯანმრთელი გოგონა.

გვიამბეთ თქვენი მშობლების შესახებ...

მარიამი: დედა და მამა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან. ახლო ნათესავები არ მყავს. ერთი ბიძა მყავდა და ისიც გარდაიცვალა. დედაჩემი 56 წლისაა, მაგრამ ავადმყოფობის გამო შრომისუუნაროა, მას ფეხები ტკივა და საშინელი ტკივილები აქვს. მამა 64 წლისაა, კავშირგაბმულობის სისტემაში მუშაობდა. სამწუხაროდ, ისიც ავად გახდა. რამდენიმე წლის წინ მას კუჭის წყლული გაუსკდა. წავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შესძლო და ფაქტიურად ისიც შრომისუუნაროა.

სახლი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, ძალიან ცუდი საყოფაცხოვრებო პირობებია. როგორ ახერხებთ აქ ცხოვრებას?

მარიამი: ეს სახლი 40 წლის წინ ააშენეს და ახლა, ასე ვთქვათ, მწყობრიდანაა გამოსული. არ გვაქვს ფინანსური საშუალება, რომ ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ საყოფაცხოვრებო პირობები. იატაკი არის ბეტონის, კედლები არ არის გალესილი. შარშან ერთი კედელი ჩამოინგრა და კინაღამ მოიყოლა ბავშვი, მადლობა უფალს, რომ ჩემი შვილი დღეს ცოცხალია.

თქვენ შეაკეთეთ დანგრეული კედელი?

მარიამი: ჩვენ ვერ გავწვდებოდით. მეზობლები დაგვეხმარნენ. ძალიან კეთილი მეზობლები გვყავს. ისინი არ არიან შეძლებულები, მაგრამ ძალიან ყურადღებიანი ადამიანები არიან და გვეხმარებიან. მაგალითად, გენადი ბახტაძე ძალიან გვეხმარება. ამასწინათ, ცოტა შეშაც გვაჩუქა... გაზი არ გვაქვს და სადილს ვაკეთებთ შეშის ღუმელზე. არც წყალი გვაქვს შემოყვანილი. ეს ფული ჯდება და ამის საშუალება არ არის.

რაში ხარჯავთ სოციალური შემწეობის თანხა?

მარიამი: 340 ლარს ვიღებთ 5 სულზე. ნაწილი მამაჩემის წამლებზე გვეხარჯება, მის გარეშე ვერ იცოცხლებს, მეორე ნაწილით კი პროდუქტებს ვყიდულობთ. ჩვენი ძირითადი საჭმელია კარტოფილი, ვერმიშელი, წყალწყალა სუპი, ბავშვებს ხორცი არასდროს უჭამიათ, ნაყინი კი მათთვის დიდი ფუფუნებაა. ერთხელ უფროსი ბიჭი მეკითხება: „დედიკო. ხორცი რა არის?“. მოკლედ, ძალიან გვიჭირს არსებობა, სასოწარკვეთაში ვარ ჩავარდნილი. წავიდოდი და ვიმუშავებდი, მაგრამ პატარა შვილს მოვლა სჭირდება და გარდა ამისა ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, განსაკუთრებით გული მაწუხებს.

ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ?

მარიამი: არა, არ გვეხმარება. მივმართე გამგეობას, მაგრამ მითხრეს, რომ რახან სოციალურს ვიღებთ, სხვა სახის დახმარება არ გვეკუთვნის.

ნანობთ, რომ თქვენს მეუღლეს გაყევით?

მარიამი: აბა რა გითხრათ? ერთხელ დავუშვი შეცდომა და მთელი ცხოვრება უნდა ვიტანჯო. იცით, საქმე ჩემში არ არის. მთავარია, რომ ჩემი შვილები იყვნენ ჯანმრთელნი, არ იშიმშილონ და კარგი ადამიანები დადგნენ. თუმცა ბავშვები გრძნობენ „მამის ნაკლებობას“, იმას კი ერთხელაც არ უყიდია ნაყინი, რომ არაფერი ვთქვათ ზრუნვაზე ...

მარიამ, გასაგებია, რომ ძალიან გიჭირთ ცხოვრების ამ ეტაპზე. გვითხარით, მიუხედავად ყველაფრისა, გაქვთ იმედი, რომ გამოხვალთ ამ მძიმე ვითარებიდან?

მარიამი: ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედი მაქვს. დიდხანს ვფიქრობდი, მომწერა თუ არა თქვენთვის და ბოლოს გავრისკე. მჯერა, რომ თქვენი მკითხველები გულთან ახლოს მიიტანენ ჩემი შვილების გასაჭირს და დაეხმარებიან მათ. მე მწამს, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს და ჩვენც გვეღირსება ნორმალური ცხოვრება. წინასწარ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ქველმოქმედს, ვინც ჩვენ ამოგვიდგება გვერდში. დალოცვილი ყოფილიყავით!

მეგობრებო, მარიამ მიქუტიშვილს და მის ორ მცირეწლოვან შვილს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი, ვიხსნათ ისინი სიღარიბის ტყვეობიდან.

მათ ესაჭიროებათ: საკვები პროდუქტები, წამლები, მაცივარი, სარეცხი მანქანა, საწოლი, თეთრეული, ჭურჭელი, ტელევიზორი, ბავშვის ტანსაცმელი, სათამაშოები...

თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი და პირადად დაეხმაროთ ამ ადამიანებს. მათი მისამართია: კასპის რაიონის სოფელი ხოვლე, ტელ.: 558735873.

ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მიქუტიშვილიების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/528-mikutadze/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42