თურქეთმა ჩრდილოეთი სირიაში ასეულობით სირიელი ლტოლვილი ძალის გამოყენებით დააბრუნა საომარი მოქმედებების ზონაში,- ინფორმაციას AMNESTY INTERNATIONAL-ი ავრცელებს.
თურქი მაღალჩინოსნები უარყოფენ გაცხადებულ ფაქტებს და ამბობენ, რომ სირიელები საკუთარ ქვეყანაში უბრუნდებიან მიტოვებულ სახლებს დამოუკიდებელი სურვილით.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ადამიანის უფლებათა ნორმების დარღვევით განხორციელდა, რადგან ადამიანების სიცოცხლეს გამიზნულად შეუქმნეს მათი საფრთხე სამხედრო ოპერაციების მიმდინარე ზონაში დაბრუნებით.
AMNESTY INTERNATIONAL-ს ათეულობით ლტოლვილმა განუცხადა, რომ პოლიციელები მათ სცემდნენ და ძალით აწერინებდნენ იმ დოკუემნტებზე ხელს, რომლებიც თითქოსდა აღნიშნავდა მათ დამოუკიდებელ სურვილს სირიაში დაბრუნების თაობაზე. მიგრანტებთან ათეულობით ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, დადგინდა რომ ასეულობით ადამიანს აიძულეს ძალის გამოყენებით სირიაში დაბრუნება.
მასალის გამოყენების პირობები






