საქართველოს, არგენტინის, ურუგვიას და ბრაზილიის 21-ე წლამდე ახალგაზრდულ ნაკრების ტურნირის ჩატარება, რომელსაც ლეგენდარული ფეხბურთელი პელე უნდა დასწრებოდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო, თუმცა, მისი თანხმობა თბილისში ჩამოსვლის შესახებ ძალაში რჩება.
ტურნირი მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართული ფეხბურთის 115 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი და მას „საქართველოს არგენტინული სახლი" ატარებდა.
შესაბამისად, არ შედგება პელეს ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებში, ტურნირთან დაკავშირებულის გარდა, სხვა ღონისძიებებიც იყო დაგეგმილი.
კერძოდ, იგეგემებოდა მისი შეხვედრა ქუთაისელ სეხნიასთან - პელე გურულთან, რომელსაც სახელი მამამ, მიხეილ გურულმა პელს საპატივცემულოდ, 1970 წელს დაარქვა. პელე გურული 1970 წელს 14 ივნისს დაიბადა. იმ დროს მექსიკაში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იღებდა სათავეს.
მასალის გამოყენების პირობები






