აფხაზური ქორწილისთვის 40 თხა ზუგდიდში შეწვეს
საზოგადოება - 16:14, 24 Oct, 2019     4938
აფხაზეთში გამართული ქორწილისთვის დაუნაწევრებელი 40 თხა ზუგდიდის ერთ-ერთ თონეში შეწვეს. როგორც რადიო „ათინათს“ წყარო უყვება, თხები კახეთში შეიძინეს და მათ შეწვას ერთი დღე და ღამე მოანდომეს. ამავე ცნობით, ამ საქმისთვის ოჯახმა 300 000 რუბლი გადაუხადა, რაც 14 ათას ლარამდეა.


21 ოქტომბერს,ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა გვარად აფხაზავას ოჯახმა ქორწილი გადაიხადა, სადაც უზარმაზარი სუფრა გაწყობილი იყო შემწვარი ჯიხვების, არჩვებისა და თხების ფიტულებით.

ცნობისათვის, დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი და არჩვი წითელ წიგნშია შეტანილი და მისი დახოცვა აკრძალულია.

ამ ვანდალური ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში აფხაზმა ბლოგერმა ბესლან ხვარწკაიამ გაავრცელა, და მან სუფრას козлосвадьба უწოდა.

„როგორც აღმოჩნდა, სუფრაზე იყო არჩვები და თხები...“ - წერდა ხვარწკია.

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს თუ როგორ ამზადებენ დახოცილ ცხოველებს. ფოტოს მიხედვით, ეს სავარაუდოდ დასავლეთ-კავკასიური არჩვი და ჯიხვია.

ქორწილის ფოტოს გავრცელების გამო, იმავე დღეს ბესლან ხვარწკიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის დაზიანებებით სოხუმის რესპუბლიკჯურ საავადმყოფოში მოხვდა. პაციენტს თავის ტვინის შერყევა, ცხივრის ძვლის მოტეხილობა, იარები გულმკერდის არეში, მრავლობითი სისხლჩაქცევები და ა.შ. ჰქონდა.

მომხდარ ძალადობას გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ომბუდსმენი, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი დანაშაული აფხაზეთში არ ისჯება.

“შეხედეთ ფოტოებსა და ვიდეოს, თავად იღებენ ძალადობის ამსახველ კადრებს და თავად ათავსებენ მათ სახეების დაფარვის გარეშე სოციალურ ქსელში. ეს თავის მხრივ, ძალადობის მოწოდება და ძალის დემონსტრაციაა”, – ამბობს ასიდა შაკრილი.

ცანობისათვის, აფხაზავამ, რომლის ქორწილმაც სკანდალი გამოიწვია, რამდენიმე წლის წინ სოხუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრია და მის ადგილას შენობა დადგა, რომლის ჭიკარი მოოქროვილი იყო, ხოლო შენობას ირმის ორნამენტები ჰქონდა. ამ ფაქტს მაშინაც გამოხმაურება მოჰყვა, ოკუპირებული ცოხუმის ე.წ. პროკურატურამ საქმე აღძრა, თუმცა ის მალევე დაიხურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42