Space x-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა STARLINK-ის საშუალებით TWITTER-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ მისი პროგრამა "მსოფლიო WI-FI" უკვე შემოწმდა და მალე სრულყოფილად ამუშავდება. იგი შეტყობინებას თანამგზავრული ინტერნეტის ქსელით აგზავნიდა,- ინფორმაციას ავრცელებს techcrunch-ი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამგზავრული ინტერნეტი მომხმარებელთათვის სრული დატვირთვით 2020 წელს ამოქმედდება.
2020 წლის ბოლომდე იგეგმება, 24 სატელეკომუნიკაციო თანამგზავრები გაუშვან კოსმოსში. პროექტით გათვალისწინებულია რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობამ ისარგებლოს უფასო ინტერნეტით.
კომპანია SPACE X-მა დედამიწის ორბიტაზე 60 სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა. თითქმის ყველა თანამგზავრი უპრობლემოდ ამუშავდა. ისინი დედამიწიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებულ მანძილებზე განლაგდნენ. პირველადი გეგმის მიხედვით, STARLINK-ის ფარგლებში მასკის კომპანია 12 000 თანამგზავრის გაშვებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით ეს ციფრები შეიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






