TESLA-ს მძღოლი პოლიციელების თვალწინ მანქანაში ჩაიწვა, მას შემდეგ რაც მან საჭეზე კონტროლი დაკარგა და პალმის ხეს შეეჯახა,- ინფორმაციას ავრცელებს MIRROR-ი
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, TESLA-ს მართვის სისტემამ პროგრამულად გაჭედა, რის გამოც მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა და ავარიაში მოყვა. მას შემდეგ რაც პოლიციელებმა კარის გაღება სცადეს, მანქანის კომპიუტერულმა სისტემამ დაბლოკა სახელურები, რის გამოც ვერ შეძლეს დაშავებული მამაკაცის ალმოდებული მანქანიდან გამოყვანა- იგი რამდენიმე წუთში ცოცხლად დაიწვა.
თვითმხილველთა განცხადებით, მათ რამდენჯერმე სცადეს დაშავებულის ამოყვანა, თუმცა ვერც კარების ჩამსხვრევა მოახერხეს და სანამ სახანძრო ბრიგადები მოვიდნენ, უყურებდნენ როგორ იწვოდა დაშავებული ადამიანი.
როგორც სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, მანქანის გაუმართაობა გამოიწვია პროგრამის გაჭედვამ და ელემენტის ფუნქციის დაზიანებამ.
მომხმარებელთა ინფორმაციით, ეს უკვე გავრცელებული პრობლემაა და არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა როდესაც TESLA S მოდელს სახელურები ჩაეკეტა პროგრამული გაუმართაობის გამო.
მასალის გამოყენების პირობები






