სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა
საზოგადოება - 11:43, 24 Oct, 2019     705

2019 წლის 18-23 ოქტომბერს პეკინში (ჩინეთი), იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების (IUIS) და ჩინეთის იმუნოლოგთა საზოგადოების (CSI) ორგანიზებით, იმუნოლოგთა რიგით მე-17 საერთაშორისო კონგრესი გაიმართა.

კონგრესის ფარგლებში იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების გენერალურმა ასამბლეამ აირჩია: იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და აღმასრულებელი კომიტეტის (ბიუროს) 6 წევრი, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს თითოეულ კონტინენტს.

იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად ევროპის რეგიონიდან წარდგენილი იყო 16 მეცნიერი. 101 დელეგატიდან 95-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) მიერ წარდგენილ კანდიდატს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თინათინ ჩიქოვანს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ უკვე მიიღო მისალოცი წერილი საკია-ის პრეზიდენტის, აკადემიკოს რევაზ სეფიაშვილისგან. ის აღნიშნავს, რომ ეს დიდი აღიარებაა. ამავე პოზიციაზე, 35 წლის წინ არჩეული იყო იმუნოლოგიის პატრიარქად წოდებული საბჭოთა კავშირში იმუნოლოგიის ფუძემდებელი, აკადემიკოსი რემ პეტროვი. „მას შემდეგ არცერთ მეცნიერს პოსტსაბჭოთა სივრციდან არ რგებია მსგავსი დიდი პატივი და აღიარება. ამიერიდან თსსუ-ის პროფესორი თინათინ ჩიქოვანი წარმოადგენს ევროპის რეგიონს, საქართველოს და საკია-ის სახელით. ეს ფაქტი ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს მეცნიერების ისტორიაში“, - წერს აკადემიკოსი რევაზ სეფიაშვილი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს პროფესორ თინათინ ჩიქოვანს ამ დიდ აღიარებას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42