ფლორიდაში 30 წლის ახალგაზრდა 57 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის შეყვარებულის სახლის ეზოში დააკავეს,- ინფორმაციას ავრცელებს INDEPENDENT-ი.
მაშინ როდესაც ვიქტორ ვიკერსი თავის შეყვარებულთან სექსუალური აქტით იყო დაკავებული, 57 წლის ასად აკარი ამ პროცესს უთვალთვალებდა.
წყვილს როდესაც სასიყვარულო ურთიერთობა გარედან შემოსულმა ფეხის ბაკუნმა შეაწყვეტინა, ვიკერსი ნახერადშიშველ მდგომარეობაში გარეთ გაიქცა და მოთვალთვალე მამაკაცს ბლაგვი საგნით სიკვდილამდე თავში ურტყა. აღნიშნული სიტუაციის განსამუხტად გოგონამ პოლიციაში დარეკა, თუმცა სამართალდამცავთა მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდა რომ მამაკაცი გარდაცვლილი იყო.
პოლიციელების თქმით, ბატონი აკარი უგონოდ იყო და მთელი სხეული სისხლით ჰქონდა დაფარული - იგი გარდაიცვალა თავსა და ტანზე მიყენებული ბლაგვი საგნით უმძიმესი დარტყმების შედეგად .
გაცხადებული ინფორმაციის თანახმად, მოთვალთვალე მამაკაცი სხვა მსგავს შემთხვევებშიც იყო შემჩნეული, რის გამოც იგი რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა საბოლოო ემთხვევა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






