წყვილმა 11 წლის ბიჭი იშვილა და შედეგ მოაკვლევინა, რათა სიცოცხლის დაზღვევის ფულადი კომპენსაცია მიეღო
მსოფლიო - 09:44, 24 Oct, 2019     937

ბრიტანელმა წყვილმა 11 წლის ბიჭი იშვილა და შემდეგ ქილერებს მოაკვლევინა, რათა მიეღოთ სიცოცხლის დაზღვევით მონიჭებული ფულადი პრემია 150 000 ფუნტი სტერილინგის ოდენობით,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანეთის მოქალაქეები, არტი დირი და კავალ რაიჯადა ჩავიდნენ ინდოეთში- მათ გამოაქვეყნეს გაზეთში მოთხოვნა, სადაც სურდათ, ეშვილათ ბავშვი, რომელზეც დებდნენ პირობას, რომ აღსაზრდელად კარგ პირობებს შეუქმნიდნენ და ბრიტანეთში აცხოვრებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ წყვილმა გუჯარატის რეგიონში 2015 წელს გადაწყვიტა, ეშვილა 9 წლის გოპალ სეჯანი, რომელიც თავის დასთან და სიძესთან ერთად ცხოვრობდა.

მას შემდეგ რაც დაიწყო ბიჭის შვილად აყვანის პროცედურები, მისმა მომავალმა მშობლებმა გოპალის სახელზე შეადგინეს სიცოცხლის დაზღვევის პოლისი-150 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით, რომელსაც მიიღებდნენ მშობლები მას შემდეგ, რაც ბიჭის შვილად აყვანიდან გავიდოდა 10 წელი ან უბრალოდ იგი გარდაიცვლებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მშობლებმა გადაიხადეს სადაზღვეო პოლისის შედგენისთვის 15 000 ფუნტი სტერლინგი, თუმცა მათ იცოდნენ, რომ გოპალის სიკვდილის შემთხვევაში მიიღებდნენ 10-ჯერ მეტ თანხას.

დოკუმენტების მომზადების შემდეგ, წყვილი დაბრუნდა ბრიტანეთში, ნაშვილები არასრულწლოვანი მოზარდი კი მათი დაკვეთით 2017 წლის 8 თებერვალს ორმა ადამიანმა გაიტაცა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელებმა აგრეთვე მოკლეს მცირეწლოვანი ბიჭის სიძე, რომელიც ცდილობდა დაცვას მისი გატაცების მომენტში.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქსელში მონაწილე ეჭვმიტანილი დააკავა პოლიციამ , რომელიც მათი ინფორმაციით, წყვილის სტუდენტი იყო ლონდონში. ზემოხსენებულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს კიდევ 4 ადამიანი.

ინდოეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა 2017 წლის ივნისში დირი და რაჯადა.

მიუხედავად ინდოეთის სასამართლოს არაერთი მოთხოვნისა, მკვლელობის დამკვეთი წყვილის ექსტრადირება ამ დრომდე უარყოფილია, რადგან ინგლისელი მოსამართლეების აზრით წყვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება აღნიშნული დანაშაულის გამო ინდოეთში პატიმრობაში ყოფნის მანძილზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42