ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომმდამშენებმა, ბ-52-მა , რომლებიც ბაზირებენ ბრიტანეთში არსებულ ფეარფორდის საჰაერო ბაზაზე, წვრთნების ფარგლებში იმიტირებული შეტევები განხორციელდა შავი ზღვის რეგიონში,- ინფორმაციას DEFENCE-BLOG-ი ავრცელებს.
12 საათიანი ფრენის განმავლობაში შემოწმდა თავსებადობა და განხორციელდა კოორდინირებული ფრენები ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რუმინეთის, უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით.
რუსული მედიის განცხადებით, სტრატეგიული ბომბდამშენები წვრთნების დროს მიუახლოვდნენ ყირიმის ნახევარკუნძულს. მათი თქმით, რეალური შეტევის შემთხვევაშ, საჰაერო სივრცის დაცვა გარანტირებულია, რადგან მათ ზონაში მოქმედებენ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა s-400-ები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ანექსირებული ყირიმის მთავრობის წარმომადგენლებმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბომბდამშენებმა სიმულირებული შეტევა განახორციელეს ყირიმის სამხედრო ობიექტებზე.
22 ოქტომბერს ამერიკის საჰაერო ძალების სარდლობამ დაადასტურა წვრთნების ჩატარების ფაქტი შავი ზღვის რეგიონში.

მასალის გამოყენების პირობები






