საშინელ ავტოავარიას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მხოლოდ ლევანი გადარჩა, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული - ახალგაზრდა ბიჭს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 14:50, 23 Oct, 2019     864

„თქვენთვის ვლოცულობ, თქვენი თავი უფალმა გამოგვიგზავნა“. ამ სიტყვებით შეხვდა ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებს ოლგა სოგომონოვა. მისი 33 წლის შვილი -ლევანი, ეტლს არის მიჯაჭვული. 15 წლის წინ, იგი საშინელ ავტოავარიაში მოყვა. უბედურ შემთხვევას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; გადარჩა მხოლოდ ლევანი.

„მე მჯეროდა თქვენი ფონდის, ვიცოდი რომ დაეხმარებოდით ჩემს შვილს; მჯეროდა, რომ კეთილი ადამიანები შეისმენდნენ ჩემს მუდარას“ - ამბობს ლევანის დედა, ქალბატონი ოლგა.

ფონდის მიერ გამოცხადებულ საქველმოქმედო აქციაშია 52-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შეგროვდა 553 ლარი. ამ თანხით ლევანს საწოლი და ჰიგიენური საშუალებები შეუძინეს.

„ლევანს ძალიან გაუხარდა თქვენი საჩუქარი, თვალები გაუბრწყინდა, ჩუმად მადლობაც წარმოთქვა. დიდი ხანია ესე არაფერი გახარებია. ჩვენნაირი გაჭირვებული ოჯახისთვის ეს ყურადღება არის სასწაულის ტოლფასი. ნორმალური საწოლი უკვე ოცნებადაც კი ჰქონდა ქცეული ჩემს შვილს. წლებია, რაც იტანჯებოდა ძველ, დანგრეულ დივანზე...ახლა კი, მას ნორმალურად დაძინება ეღირსება“. - ამბობს ოლგა სოგომონოვა.

-გვითხარით, რას გრძნობთ გაწეული დახმარების შემდეგ?

ოლგა: სიხარულს, სიმსუბუქეს. იმის გაგება, რომ მარტო აღარ ხარ, ნამდვილი ბედნიერებაა. უცხო ადამიანების ყურადღებასა და სიკეთეს რომ გრძნობ, ხვდები თუ რას ნიშნავს უფლის წყალობა და სიყვარული.

- გსურთ მიმართოთ ადამიანებს, რომლებიც გვერდში დაგიდგნენ?

ოლგა: რა თქმა უნდა, მსურს. მე ვლოცულობ ასეთი ადამიანებისთვის. უფალმა გამოგვიგზავნა მათი სახით წყალობა. თქვენ ხართ სიკეთე, რომლითაც ნათდება ეს სამყარო. ღმერთმა დაგლოცოთ!

- რა სჭირდება კიდევ ყველაზე მეტად ლევანს?

ოლგა: ეტლი ესაჭიროება. რაც გვაქვს, ძალიან ძველი და შელახულია, მხოლოდ ბინაში შეიძლება გადაადგილება. ახალი ეტლით ლევანს გარეთაც გავიყვანდი, გავასეირნებდი. მზის შუქს მხოლოდ ფანჯრიდან თუ ხედავს. რა თქმა უნდა, საკვები გვჭირდება პროდუქტებიც და მედიკამენტებიც, რადგან პენსია ფაქტობრივად არაფერზე გვყოფნის და ელემენტარული პროდუქტების გარდა.

- გჯერათ, რომ ჩვენი მკითხველი კვლავ დაგეხმარებათ?

ოლგა: ეჭვიც არ მეპარება! კეთილი ადამიანები ჩემს შვილს ზურგს არ შეაქცევენ. ის ფაქტობრივად ბავშვობაში ჩარჩა და ეს აღარ შეიცვლება, ესეთი ყოფილა მისი ბედი. მე მისი დედა ვარ და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის.

მეგობრებო, ლევან სოგომონოვს კვლავაც სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა. მოდით ერთად განვაგრძოთ მისი დახმარება. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ფინანსური დახმარება გაუწიოთ ამ ოჯახს, გააზიარეთ ეს პოსტი და ამით დაეხმარებით შეჭირვებულ ოჯახს.

ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლევან სოგომონოვი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/441-sogomonov/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42