ერდოღანისა და პუტინის შეთანხმების თანახმად, სირიის ჩრდილოეთში მებრძოლმა ქურთებმა 150 საათში უნდა დატოვონ ტერიტორია და იარაღი დაყარონ
მსოფლიო - 09:35, 23 Oct, 2019     875

თურქეთსა და რუსეთს შორის შეთანხმება გაფორმდა ქურთებთან დაკავშირებით, რომელთა შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ თურქული რეგულარული არმიის ნაწილები ახორციელებდნენ სამხედრო ოპერაციებს ჩრდილოეთ სირიაში.

შეხვედრა სოჭში გაიმართა და 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მხარეებმა მედიას გააცნეს 10 პუნქტიანი ხელშეკრულება, რომელზეც შეთანხმდნენ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები მოლაპარაკების პროცესში:

1) ორივე მხარე იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას, ხელი შეუწყოს სირიის პოლიტიკურ ერთობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აგრეთვე უნდა მოხდეს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2) გამოთქვამენ მზადყოფნას, ებრძოლონ ტერორიზმისა და სეპარატიზმის ყოველგვარ გამოვლინებას სირიის ტერიტორიაზე.

3) შენარჩუნდება ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ სტატუს-კვო ტელ-აბიადისა და რას ალ აინის რაიონებში - თურქული შეიარაღებული ძალები დარჩებიან იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც ამ დროისთვის იმყოფებიან.

4) ორივე მხარე თავიდან განიხილავს ადანის შეთანხმებას. რუსეთი ხელს შეუწყობს ზემოხსენებული შეთანხმების პირობების დაცვას.

5) 2019 წლის 23 ოქტომბერს, 12:00 საათიდან რუსეთის სამხედრო პოლიცია და სირიის საზღვრის დამცველები შევლენ თურქეთ- სირიის სასაზღვრო ტერიტორიაზე სირიულ ტერიტორიულ ფარგლებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქურთული სამხედრო შენაერთების, YPG-ის ჯარისკაცების გასვლას ჩრდილოეთი საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, ისინი აგრეთვე ვალდებულნი იქნებიან ჩააბარონ იარაღი და ტექნიკა. ქურთული სამხედრო ფორმირებების პროცესი უნდა დასრულდეს 150 საათში. რუსი და ქურთი სამხედროები კი განახორციელებენ პატრულირებას ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დასავლეთით და აღოსავლეთით სირიის უკიდურესი ჩრდილოეთი საზღვრიდან 10 კილომეტრიან სიღრმეში გარდა ქალაქი ქამიშლისა.

6) Ypg-ის ყველა მებრძოლი და შეიარაღება იქნება გაყვანილი მანბიჯიდან და ტალ-რიფატიდან.

7) ორივე მხარე გააკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ტერორისტული დაჯგუფებების ინფილტრაცია

8) ერთობლივი ზომები იქნება მიღებული სირიელი ლტოლვილების ქვეყანაში დასაბრუნებლად და მათთვის უსაფრთხო საცხოვრებელი ზონების შესაქმნელად.

9) ერთობლივი მონიტორინგი და გადამოწმება მოხდება აღნიშნული მემორანდუმისა ორივე მონაწილე მხარის მიერ

10) ორივე მხარე გააგრძელებს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის მექანიზმების გამონახვას, ასტანის მექანიზმის ფარგლებში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო კომიტეტის საქმიანობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42