კლერმონტელმა სერიულმა მკვლელმა, რობერტ ედვარდსმა აღიარა დანაშანული სასამართლოს მიერ წაყენებულ ბრალდებებზე გაუპატიურებასთან დაკავშირებით. ბოროტმოქმედის თქმით, მან 17 წლის გოგონა ორჯერ გააუპატიურა, თუმცა სასამართლოს მიერ წაყენებულ ბრალეულობას გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით იგი ამ დრომდე უარყოფს,- ინფორმაციას 7news-ი ავრცელებს.
50 წლის მამაკაცი სასამართლომ დამნაშავედ სცნო 18 წლის სარა სპირსის, 23 წლის ჯენ რიმერისა და 27 წლის სიერა გლენონის მკვლელობებშიც.
სამართლდამცავი უწყებები მას აგრეთვე ედავებიან 1988 წელს 18 წლის გოგონაზე თავდასხმაზე- გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ზემოხსენებული გოგონა გააუპატიურა მაშინ, როდესაც მსხვერპლი იმყოფებოდა საკუთარ სახლში . მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან აგრეთვე 1995 წელს სასაფლაოზე რამდენჯერმე გააუპატიურა გოგონა და შემდეგ მოკლა.
პროკურორმა კარმელ ბარბაგალომ უზენაეს სასამართლოს განუცხადა, რომ ედვარდსის დნმ-ი იპოვეს გაუპატიურებული გოგონას კაბაზე, რის საფუძველზეც იგი 2016 წელს იქნა დააპატიმრებული.

მასალის გამოყენების პირობები






