აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში დონალდ ტრამპი სამხედრო ძალას გამოიყენებს თურქეთის წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ფონზე.
„ჩვენ უპიარატესობას მშვიდობას ვანიჭებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება კინეტიკური ან სამხედრო მოქმედება, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზად არის ყველა შესაძლო ვარიანტის, მათ შორის სამხედრო ჩარევის განსახილველადაც“ ,- განაცხადა CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაიკ პომპეომ.
სახელმწიფო მდივანმა უარი განაცხადა, დაესახელებინა ის წითელი ხაზები, თუ რა შემთხვევაშიც განახორციელებდა სამხედრო ჩარევა ამერიკის მხრიდან.
„საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტებს თურქეთზე და რა თქმა უნდა დიპლომატიის ფარგლებშიც ვეცდებით, ძალის გამოყენებას“. ეს არის ჩვენი უპირატესობა,- განაცხადა პომპეომ.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შეჩერების შესახებ გაფორმდა შეთანხმება აშშ-სა და თურქეთს შორის მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შეუთანხმდა ერდოღანს 5 დღიანი პაუზის შემოღების შესახებ, რადგან შეერთებულმა შტატებმა დადო პირობა, რომ ჩრდილოეთი სირიის 30 კილომეტრიანი ზონიდან ხელს შეუწყობდა ქურთი მებრძოლების გაყვანის პროცესს.
მასალის გამოყენების პირობები






