ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართლი აქცია ბაქოში სამართალდამცავებმა სასტიკად დაარბოეს, ამის შესახებ ინფორმაციას Human Rights Watch-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თნახმად, პოლიციამ აქციის ათეულობით მონაწილე და სამოქალაქო აქტივისტი დააკავა, ხელკეტებით სცემა და ავტობუსებში ჩატენა.
დაპატიმრებულთა შორის იყო აგრეთვე ოპოზიციური პარტიის, „ ფრონტის“ ლიდერი, ალი კარიმლი, რომელმაც რამდენიმე საათი გაატარა იზოლატორში, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელები. Human Rights Watch-ის მიერ გაცხადებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა არაერთი პოლიტიკოსი სცემეს და დააპატიმრეს.
დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ აზერბაიჯანში 19 ოქტომბერს გამართეს მიტინგი ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი მოთხოვნა იყო პოლიტპატიმრების განთავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ქვეყანაში ეკონომიკური უსამართლობის აღმოფხვრა.
მასალის გამოყენების პირობები






