თსუ-ში კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 11:19, 22 Oct, 2019     711

3500-მდე წიგნითა და ალბომით გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. თსუ ემერიტუსი პროფესორის კლაუს ჰიპისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის ლადო ჭანტურიას ხელშეწყობით, თსუ ბიბლიოთეკას გერმანელი არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნის, ტუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა გადმოეცა. კოლექციაში ძირითადად ხელოვნებათმცოდნეობის (ხელოვნების ისტორია, მხატვრული კრიტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, მუსიკათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, თეატრმცოდნეობა) მიმართულების ლიტერატურაა თავმოყრილი.

„ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკაა, უნიკალური და რთულად შესადგენი. ბიბლიოთეკა, სადაც უამრავი ალბომი, უამრავი ძველი წიგნი, ახალი გამოცემა არის შესული. ბიბლიოთეკა მართლაც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა სერიოზული კვლევა ჩაატაროს ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, 2017 წელს თსუ ბიბლიოთეკას გადმოეცა. „ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. იმედი მაქვს, კლაუს შვაგერის ბიბლიოთეკას ხშირად გამოიყენებენ სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები,“- განაცხადა თსუ საპატიო დოქტორმა, კლაუს შვაგერის მეგობარმა, პროფესორმა კლაუს ჰოპტმა.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 3500-მდე საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის, უძვირფასესი საჩუქარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნადი ფონდისათვის: „შინაარსობრივად ეს ლიტერატურა არის სახელოვნებათმცოდნეო. აქ წარმოდგენილია ლიტერატურა, რომელიც ეძღვნება იტალიურ რენესანსს, გერმანულ მაროკოს და ა.შ. ამ მიმართულებით ვისაც აინტერესებს კვლევა, ეს არის უძვირფასესი კოლექცია.“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში კეთილმოეწყო სივრცე, სადაც განთავსდა კლაუს შვაგერის პირადი კოლექცია. თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკას ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნადი ფონდი აქვს, იგი 4 მილიონამდე წიგნს მოიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42